უხერხული მომენტი "ოსკარზე": დაჯილდოვებაზე საუკეთესო ფილმი აერიათ

უხერხული მომენტი "ოსკარზე": დაჯილდოვებაზე საუკეთესო ფილმი აერიათ

"ოსკარის" რიგით 89-ე დაჯილდოვების ცერემონია უხერხული მომენტით დასრულდა. სცენაზე საუკეთესო ფილმის დასასახელებლად ასულმა ფეი დანაუეაიმ და უორენ ბიტმა კონვერტი გახსნეს და ბიტმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამოიკითხა - საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებულია "ლა ლა ლენდი".

დარბაზის აპლოდისმენტების შემდეგ სცენაზე "ლა ლა ლენდის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა და პროდიუსერებმა სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყეს, მაგრამ მოულოდნელად სცენაზე შოუს წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი გამოვიდა და შოუ შეაჩერა.

იხილეთ ვიდეოფრაგმენტი "ოსკარის" დაჯილდოვებიდან

"როგორც ჩანს, გაურკვევლობა მოხდა, არასწორად ამოიკითხეს საუკეთესო ფილმი, სინამდვილეში გამარჯვებულია "მთვარის შუქი" - აღნიშნა კიმელმა და სცადა დარბაზი გაემხიარულებინა - "არ შეიძლება ოსკარი თქვენც აიღოთ? ყველას დავურიგოთ. უორენ, ეს რა გააკეთე?!" - მიმართა მან უორენ ბიტს.

ამის შემდეგ სცენაზე "მთვარის შუქის" შემოქმედებითი ჯგუფი ავიდა, რომლებიც გაოგნებულები იყვნენ საღამოს ასეთი მოულოდნელი ფინალით.

როგორც ჩანს, კონვერტები არასწორად შეიტანეს სცენაზე, როგორც უორენ ბიტმა აღნიშნა, მის კონვერტში ეწერა ემა სტოუნი - "ლა ლა ლენდი" და სწორედ ამიტომ აერია დასახელება. შეცდომის გამო მსახიობმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას.

ასევე წაიკითხეთ: რეალურად რა ხდებოდა "ოსკარის" კულისებში, როცა სცენაზე "ლა ლა ლენდი" და "მთვარის შუქი" აერიათ

მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის "ოსკარი" ქესი აფლეკს გადაეცა, რომელმაც ჯილდო მიიღო ფილმში "მანჩესტერი ზღვასთან" შესრულებული როლისთვის.

რაც შეეხება საუკეთესო ქალ მსახიობს, აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება "ლა ლა ლენდის" მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ემა სთოუნმა მოიპოვა. ამავე ფილმმა მიიღო "ოსკარი" საუკეთესო მუსიკისა და სიმღერისთვის. საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც ფილმის რეჟისორმა დემიენ შეზელმა დაიმსახურა. ჯამში, "ლა ლა ლენდმა" "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე 14 ნომინაციიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღეს მამაკაცებს შორის - მაჰარშელა ალიმ, ფილმისთვის "მთვარის შუქი", ხოლო ქალებს შორის, ვაიოლა დევისმა ფილმისთვის "წინაღობანი".

ადაპტირებული და ორიგინალური სცენარების კატეგორიებში გაიმარჯვეს ფილმებმა - "მთვარის შუქი" და "მანჩესტერი ზღვასთან".

Epic failure at Academy Awards- La La Land mistakenly named the best picture

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება