"შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ" - ვიქ­ტო­რია კო­ჩე­რო­ვას წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ" - ვიქ­ტო­რია კო­ჩე­რო­ვას წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა

"ვი­ყო ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე - ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს აუცი­ლე­ბე­ლი­ა", - ამ­ბობს "მის სა­ქარ­თ­ვე­ლო 2016", ვიქ­ტო­რია კო­ჩე­რო­ვა. ის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს არას­დ­როს ღა­ლა­ტობს. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც სი­ახ­ლეა: გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

ბავ­შ­ვო­ბა

- ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, ვერც ერ­თი წა­მი ვერ ვჩერ­დე­ბო­დი სე­რი­ო­ზუ­ლად. ყო­ველ­თ­ვის რა­ღა­ცის "გა­ფუ­ჭე­ბა­ზე" ვფიქ­რობ­დი. დი­ლის 9 სა­ათ­ზე უკ­ვე ალ­ვის ხის კენ­წე­რო­ზე ვი­ჯე­ქი და ბი­ჭებს ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ფეხ­ბურ­თი მე­თა­მა­შა.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი? მას­წავ­ლებ­ლებს აბ­რა­ზებ­დი?

- კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ვი­ყა­ვი. სახ­ლ­ში რომც არ მეს­წავ­ლა გაკ­ვე­თი­ლი, შეს­ვე­ნე­ბა­ზე ერ­თხელ წა­კითხ­ვა მყოფ­ნი­და და ვი­ცო­დი. ამ თვალ­საზ­რი­სით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის საყ­ვე­დუ­რებს არას­დ­როს ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. თუმ­ცა, "შა­ტა­ლო­ებ­საც" არ ვაც­დენ­დი, თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის მე ვი­ყა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

- ამის გა­მო დე­და არ გიბ­რაზ­დე­ბო­და?

- კი არ მეჩხუ­ბე­ბო­და, არა­მედ ჩუ­მად იყო - ასე გა­მო­ხა­ტავ­და გაბ­რა­ზე­ბას. მის დუ­მილს მერ­ჩივ­ნა, ყუ­რი აეწია ან სხვა ფორ­მით და­ვეს­ჯე.

პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი

- ბავ­შ­ვო­ბა­ში მინ­დო­და, იურის­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მახ­სოვს, 8-9 წლის ასაკ­ში, ზაფხულ­ში, დი­ლით ად­რე ვდგე­ბო­დი, რა­თა 9 სა­ათ­ზე "ჩავ­ჯ­დო­მო­დი" გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ცესს გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ.

- იურის­ტო­ბა რა­ტომ გა­და­ი­ფიქ­რე?

- სა­მო­დე­ლო სფე­რო და სა­მარ­თა­ლი თან­ხ­ვედ­რა­ში არ გახ­ლ­დათ... იყო კარ­გი იურის­ტი - ეს ძა­ლი­ან ბევრ შრო­მას მო­ითხოვს.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა სად გა­აგ­რ­ძე­ლე?

- ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვი ბიზ­ნე­სის კუთხით მო­მე­სინ­ჯა. თუმ­ცა, მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ციფ­რე­ბი ჩე­მი საქ­მე არ არის... ბო­ლოს მა­ინც იურის­ტო­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე და სა­ბუ­თე­ბი სა­მარ­თ­ლის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე. ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობ და სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ას ავირ­ჩევ.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება