ყველაზე სექსუალური მეხანძრე "ჩიკაგოს მეხანძრეებიდან" - 5 საინტერესო ფაქტი ლედი გაგას ყოფილ საქმროზე

ყველაზე სექსუალური მეხანძრე "ჩიკაგოს მეხანძრეებიდან" - 5 საინტერესო ფაქტი ლედი გაგას ყოფილ საქმროზე

NBC-ს სუპერ პოპულარული "ჩიკაგოს მეხანძრეები" ამერიკელების ერთ-ერთი უსაყვარლესი სერიალია. ყველაზე რთული და საშიში სამუშაო, რომელიც ყოველდღიურ თავდადებას და ერთგულებას მოითხოვს. ჩიკაგოს Firehouse 51-ის განყოფილების თანამშრომლები მზად არიან ნებისმიერ დროს, რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი სოცოცხლე და დახმარება გაუწიონ ადამიანებს. სერიალში უხვადაა ძლიერი დრამა, სასაცილო ხუმრობები, დაძაბული სიტუაციები და სექსუალური მამაკაცები.

ტეილორ კინი, რომელიც "ჩიკაგოს მეხანძრეებში" ლეიტენანტ კელი სევერიდის როლს თამაშობს, ლედი გაგას ყოფილი საქმროა. სანამ 34 წლის ტეილორს, როგორც პოპ-ვარსკვლავ ლადი გაგას საქმროს გაიცნობდნენ, ის მოკრძალებული პენსილვანიელი ბიჭი იყო. ლურჯთვალება, უზადო აღნაგობის მიღმა მსახიობის საინტერესო წარსული იმალება...

1. ტეილორ კინი ბიზნესის მენეჯმენტის სპეციალისტია

ვინ თქვა, რომ მოდელები და მსახიობები გაუნათლებლები არიან? ლურჯთვალება მსახიობმა ეს მითი დაამსხვრია: კინი დასავლეთ ვირჯინიის უნივერისტეტის ბიზნეს-მენეჯმენტის მაგისტრია.

2. "ჩიკაგოს მეხანძრეების" ვარსკვლავს ტირილის არ ეშინია

არაჩვეულებრივია, როცა მამაკაცი ემოციებს გამოხატავს, არა? ლედი გაგასთან 5-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ცრემლი ერევა ყოველ ჯერზე, როცა მისი საყვარელი ქალი სცენაზე მღერის. "ვისაც შევხვედრივარ, ის ერთადერთი მამაკაცია, ვინც ჩემს ყოველ გამოსვლაზე ტირის" - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში გაგამ. ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, წყვილი 2016 წელს დაშორდა ერთმანეთს.

3. ტეილორ კინი ხელმარჯვეა

კინი არამარტო გონიერი და ნიჭიერი მსახიობი და თავდადებული ბოიფრენდი, არამედ ხელმარჯვე ოსტატია. კოლეჯიდან წამოსვლის შემდეგ ის ჰავაიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სერფინგი, სქაიდაივინგი და... სახლების შენება ისწავლა.

4. ტეილორს ძარღვებში თავადური სისხლი უჩქეფს

ტეილორ კინი ჰენრი კინის შთამომავალია, რომელიც 1623 წელს დაიბადა ინგლისში, კინგს ლინში - განთქმულ საპორტო და სავაჭრო ქალაქში

5. ტეილორ კინი 2002 წელს დააპატიმრეს

კინიმ "ცუდი ბიჭის" სახე გამოავლინა 2002 წელს ვირჯინიაში, როცა უგონოდ მთვრალი მსახიობი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გინების გამო დააპატიმრეს.

სიმპატიური ლეიტენანტ კელი სევერიდის ნახვა შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, შუადღის 13:00 საათზე GDS-ის ეთერში - #ჩაუჯექი "ჩიკაგოს მეხანძრეებს". ხუთშაბათს, 2 მარტს სეზონის შუალედურ ფინალს იხილავთ და საყვარელი სერიალი აპრილში დაბრუნდება GDS-ზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება