სკანდალი რუსულ "ნიჭიერში" - ჟიურის წევრების დისკრიმინაციული შეფასება და ტელევიზიიდან გაგდებული თანამშრომელი

სკანდალი რუსულ "ნიჭიერში" - ჟიურის წევრების დისკრიმინაციული შეფასება და ტელევიზიიდან გაგდებული თანამშრომელი

რუსულ შოუში "Минута славы", რომელიც "ნიჭიერის" ანალოგია, რამდენიმე დღის წინ მომხდარი სკანდალის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს რუსეთის "პირველი არხის" თანამშრომელი.

როგორც რუსული სააგენტო "Медуза" წერს, სწორედ მან გაუშვა ეთერში ჟიურის წევრის - რენატა ლიტვინოვას დისკრიმინაციული კომენტარი შოუს მონაწილის ევგენი სმირნოვისადმი. ამ კადრებმა ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

გადაცემის 4 მარტის გამოშვებაში შშმ მოცეკვავე ევგენი სმირნოვი მონაწილეობდა, რომელმაც ცალი ფეხი ავარიის შედეგად დაკარგა. მოცეკვავემ ტრავმის მიუხედავად პარტნიორთან ერთად ურთულესი ილეთები და საცეკვაო ელემენტები შეასრულა, თუმცა, მისმა წარმოდგენამ ჟიურის წევრებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა მას მორიგ ტურში გადასვლაზე უარი უთხრა და მის ნომერს "აკრძალული ილეთი" უწოდა. "როდესაც სცენაზე ისეთი ადამიანი გამოდის, როგორიც თქვენ ხართ, უფეხო, შეუძლებელია უარის თქმა. ამის ძალა არავის აქვს", - განმარტა პოზნერმა.

რეჟისორ რენატა ლიტვინოვას კომენტარი კი ყოველგვარ საზღვარს გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა მორიგ ტურში მოცეკვავის გადასვლას, ჟიურის წევრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ევგენი სმირნოვმა ამ თემით მანიპულირება არ უნდა სცადოს. ჟიურის წევრმა მოცეკვავეს ისიც კი შესთავაზა, რომ სამომავლოდ პროთეზი მიიმაგროს, რათა თავისი ტრავმის აფიშირება არ მოახდინოს.

შოუს პროდიუსერები კომენტარს არ აკეთებენ. ერთადერთი რაც ცნობილი გახდა ისაა, რომ "პირველი არხის" მუსიკალურ-გასართობი პროგრამების დირექციამ ადამიანი, რომელიც "Минута славы"-ის ტრანსლაციაზე იყო პასუხისმგებელი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იხილეთ გამოსვლის ვიდეო

ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ულამაზესი ქალიშვილი ანა - მოდის სამყაროში, თაკოს შემდეგ, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე

"თხემით ტერფამდე არტისტები იყვნენ" - 3 ქართველი მსახიობი ქალი, რომლებსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდათ