ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა აეხადა

 ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა აეხადა

გასული წლის დეკემბერში, 53 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა.

ის საკუთარ სახლში ბოიფრენდმა, ფადი ფავაზმა გარდაცვლილი იპოვა.

ამ დროის მანძილზე, ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების არაერთი ვერსია გავრცელდა: გულის შეტევიდან - მოწამვლამდე. მაიკლის ნათესავებმა მის ბოიფრენდს უნდობლობა გამოუცხადეს და მეტიც, მემკვიდრეობის საქმის სერიოზული გარჩევა დაიწყო.

გამომცემლობის The Sun ცნობით: „ჯორჯ მაიკლმა საკუთარ დებს 105 მილიონი ფუნტი სტერლინგი უანდერძა“. თუმცა მემკვიდრეობაზე პრეტენზიები გამოთქვეს მომღერლის ნათლულებმა - მაიკლ რომანმა და ჰარლი კემპმა, ბიძაშვილის შვილებმა და ასევე, ფადი ფავაზმა, რომელმაც მისგან სამახსოვროდ ლონდონში ან აშშ-ში ერთ-ერთი სახლი მოითხოვა.

წაიკითხეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება