სონიტა - გოგონა, რომელსაც ბავშვობაში ძალით ათხოვებდნენ, რეპერი გახდა

სონიტა - გოგონა, რომელსაც ბავშვობაში ძალით ათხოვებდნენ, რეპერი გახდა

სონიტა ალიზადე ავღანელი გოგონაა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო. ის ახლა რეპერია და აქტივისტი, ქალთა უფლებებისთვის იბრძვის და იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგ ილაშქრებს - თავად ხომ ძლივს გადაურჩა ბავშვობაში ძალით გათხოვებას.

სონიტა 1997 წელს ავღანეთში, გერატში დაიბადა. მისი ოჯახი მალე წამოვიდა ავღანეთიდან, თალიბების რეჟიმს ირანში გაექცა. სწორედ იქ შეეჯახა სონიტა საფრთხეს, იძულებით გაეთხოვებინათ.

დედამისი, რომელიც თავადაც არასრულწლოვანი გაათხოვეს თავის დროზე, სონიტაში 900 დოლარს სთხოვდა საქმროს ოჯახს - ეს ფული თავისი ვაჟის, სონიტას ძმის ქორწინებისთვის უნდა გამოეყენებინა. სონიტას ჯერ კიდევ 10 წლისას ათხოვებდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს გეგმები ჩაიშალა.

16 წლისას კი უკვე სერიოზულად უპირებდნენ გათხოვებას, თუმცა სონიტამ უარი თქვა დედასთან ერთად ავღანეთში დაბრუნებასა და უცნობ ადამიანზე დაქორწინებაზე.

იხილეთ გაგრძელება და ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება