ქალი, რომელსაც მიცვალებულების "ენა" ესმის

ქალი, რომელსაც მიცვალებულების "ენა" ესმის

მეგან ჰანტი, ერთ დროს ბრწყინვალე ნეიროქირურგი იძულებული ხდება საყვარელ პროფესიას დაემშვიდობოს... ავტოავარია მეგანის ცხოვრებას და კარიერას თავდაყირა აყენებს: იგი იძულებულია უარი თქვას სამსახურზე, რადგან ავარიაში დაშავებული ნერვის გამო, მის ხელებს ოპერაციისთვის აუცილებელი, უშეცდომო მანიპულაციების შესრულება აღარ შეუძლია...

ამიტომ, ბრწყინვალე ქირურგი გადაწყვეტს თავისი სამედიცინო უნარები სხვა საქმისთვის - კერძოდ, მკვლელობების გამოძიებისთვის გამოიყენოს. მეგან ჰანტს შეუძლია ყველაფერი გაიგოს ადამიანის შესახებ... მისი გვამის მიხედვით...

Body of Proof ანუ სიმართლის ანატომია ამერიკული სამედიცინო დრამაა, რომელიც ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 2011 წელს დაიწყო. დანა დელანი ფილმში მთავარ როლს - სამედიცინო ექსპერტ მეგან ჰანტის როლს ასრულებს. სერიალის ავტორი კრის მერფია.

დამაინტრიგებელი მკვლელობები, საქმეში რამდენიმე ეჭვმიტანილი, კვანძის წარმოუდგენელი გახსნა - სამედიცინო და დეტექტიური სერიალების მოყვარულებს GDS-ის ეთერში უდიდესი სიამოვნება გელით...

#ჩაუჯექი "სიმართლის ანატომიას" ყოველ სამუშაო დღეს, 13:00 საათზე GDS-ზე.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება