მარკ ცუკერბერგი მეორე შვილს ელოდება - "ყველაფერს ვიზამთ, რომ კიდევ ერთი ძლიერი ქალი გავზარდოთ"

მარკ ცუკერბერგი მეორე შვილს ელოდება - "ყველაფერს ვიზამთ, რომ კიდევ ერთი ძლიერი ქალი გავზარდოთ"

"ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ცუკერბერგის პოსტი იუწყება: ”მე და პრისცილა მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მეორე შვილს ველოდებით. მაქსთან რთული გამოცდილების გამო, არ ვიყავით დარწმუნებული რა გველოდა და არც ის ვიცოდით, შეგვეძლო თუ არა მეორე შვილის ყოლა. როდესაც პირველად შევიტყვეთ, რომ პრისცილა ფეხმძიმედ იყო, პირველი რაზეც ვიფიქრეთ ის იყო, რომ იმედია ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა. შემდეგ ვიმედოვნებდი, რომ გოგო იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქსს და ეყოლება.

მე თავად სამ დასთან ერთად გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე ძლიერი, ჭკვიანი ქალებისგან. ისინი არა მხოლოდ დები, არამედ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მათ მასწავლეს კონკურენტუნარიანობა და შემდეგ ამ ყველაფერზე იუმორით ყურება. პრისცილა ორ დასთან ერთად გაიზარდა და მათ მას ოჯახის მნიშვნელობა, სხვებზე ზრუნვა და თავდადებული მუშაობა ასწავლეს.

ჩვენ ყველანი უკეთესი ადამიანები ვხდებით ჩვენ ცხოვრებაში ძლიერი ქალების არსებობით, იქნებიან ისინი დები, დედები თუ მეგობრები. ერთი სული გვაქვს, როდის გაჩნდება ჩვენი პატარა და ყველაფერს ვიზამთ, რომ კიდევ ერთი ძლიერი ქალი გავზარდოთ”, - წერს ცუკერბერგი.

მომზადებულია vogue.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება