სოფია როტარუს 15 წლის შვილიშვილი რუსული მოდის ამომავალი ვარსკვლავია

სოფია როტარუს 15 წლის შვილიშვილი რუსული მოდის ამომავალი ვარსკვლავია

"ჩვენი პასუხი ბელლას და ჯიჯის" - წერს ჟურნალ ELLE-ს რუსული გამოცემა სოფია როტარუს შვილიშვილზე - სოფია ევდოკიმენკოზე. გამოცემა მას კენდალ ჯენერსა და ბელა და ჯიჯი ჰადიდებს ადარებს.

15 წლის სოფია მართლაც გამორჩეულია. ის ხშირი სტუმარია მოსკოვის მოდური წვეულებებისა და პოდიუმზეც ხშირად გამოდის, იღებენ ცნობილი გამოცემების გარეკანებისთვის და ჟურნალების ფოტოსესიებში.

ცნობილი მომღერლის შვილიშვილი პირველად 7 წლის ასაკში გავიდა პოდიუმზე. ბევრი მას ახალგაზრდა სინდი კროუფორდს ადარებს. როგორც რუსული ELLE წერს, როდესაც სოფიას ფოტო კარლ ლაგერფელდმა ნახა, იმდენად მოიხიბლა, რომ საკუთარი წიგნი The little black jacket გადასცა ავტოგრაფთან ერთად და წარმატებები უსურვა. გასულ წელს უკრაინაში გამართულ "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე" გოგონამ საუკეთესო მოდელის ტიტული მიიღო.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს