რას ამბობს პრინცესა დიანას ყოფილი საყვარელი პრინცი ჰარის შესაძლო მამობაზე

რას ამბობს პრინცესა დიანას ყოფილი საყვარელი პრინცი ჰარის შესაძლო მამობაზე

უკვე დიდი ხანია დადის ხმები, რომ პრინცი ჰარი პრინცი ჩარლზის შვილი არაა. ჰარის მამობას ბრიტანეთის არმიის ოფიცერ ჯეიმს ჰიუიტს მიაწერენ, რომელსაც პრინცესა დიანასთან რომანი ქონდა. ჭორები აგრეთვე ჰიუიტის და ჰარის საოცარი მსგავსებითაა გამოწვეული. დიანას ყოფილმა შეყვარებულმა არაერთხელ უარყო ეს ჭორი.

ამბობენ, რომ ჩარლზის ცოლს, კამილას ჰარი ძულს. ისევე, როგორ ქეით მიდლტონი, რადგან მას არასამეფო სისხლისად მიიჩნევს. ერთხელაც, როდესაც ჰარის ყელში ამოუვიდა ქეითის მიმართ კამილას უარყოფითი კომენტარები, დედინაცვალს განუცხადა, რომ მიდლტონი სამეფო კარისთვის მასზე ბევრად შესაფერი იყო, რაზეც ჩარლზის მეუღლემ დაარღვია ტაბუ და მიახალა, რომ ჰარი დედამისის ფარული რომანის ნაყოფია.

საინტერესოა, რომ ნახევარი წლის წინ, ჯეიმს ჰიუიტმა უარი განაცხადა ამ თემის განხილვაზე, თუმცა რამდენიმე დღის წინ მაინც დაუბრუნდა საკითხს. ჟურნალისტის პირდაპირ კითხვაზე, არის თუ არა ის პრინცი ჰარის მამა, ჰიუიტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით