"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც ფეისბუქი აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"

"ჩემი ცოლის დაქალების" სერია, რომელმაც ფეისბუქი აალაპარაკა: "იმერული ესკიზები" 21-ე საუკუნეში მეგრულმა ჩაანაცვლა"

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი, მე-11 სეზონის სერიებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სერიალის მითიური გმირის, ნორა გაბისკირიას ანდერძი, გრიშას მონოლოგი, დოჩი ალიშბაიას მეგრული ფრთიანი ფრაზები, მამა ცოტნე - მესამე სერიაში ბევრმა დეტალმა გამოიწვია მაყურებლის აღფრთოვანება.

"ფეისბუქზე" ახალ სერიებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

"ესეთი რეალობაა ჯერ არ მინახავს, სამარგალოს რეალითია"; "გრიშას ოსკარი!"; "გასული საუკუნის ფილმს "იმერულ ესკიზებს" 21 საუკუნეში თუ მეგრული ჩაანაცვლებდა, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი სახეზეა"; "დოჩის ფან კლუბი გახსენით ვინმემ"; "ბატონი დათო კურცხალია უმაგრესი მსახიობი და მონოლოგი! დოჩი, სასწაული გოგო! ნორა გაბესკირია "ტრადიციების'' წინააღმდეგ! მამა ცოტნე ჯიპით..." - წერენ "ფეისბუქზე" სერიალის მაყურებლები.

მთავარი მოულოდნელობა კი ახალ სეზონზე კარგად დავიწყებული ძველი პერსონაჟების დაბრუნებაა. ცოტნე ცოტაშვილის და ბახვას (გიორგი ბახუტაშვილი და ბახვა ბრეგვაძე) დაბრუნება ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. AMBEBI.GE ბახვა ბრეგვაძეს ესაუბრა:

- ბახვა, თქვენი და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის გამოჩენას სერიალში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისევ გააგრძელებთ მონაწილეობას თუ ეპიზოდურად გამოჩნდით?

- ასე ვიცით ჩვენ ბატონო, ფურორები! წინასწარ თქმა არ შეიძლება, სცენარს რა თქმა უნდა, ვერ გავამხელ, ვნახოთ რა იქნება და როგორ განვითარდება ჩვენი ხაზი. სერიალში ასე ხდება ხოლმე, პერიოდულად რომელიმე ხაზი ისვენებს, წინა სეზონამდე იმდენად აქტუალური იყო ჩვენი ხაზი რამდენიმე სეზონი აუცილებელი იყო დასვენება. ამიტომ გაგრძელებას ველოდი, თუმცა ამ ფორმით, ასეთი საინტერესო იმიჯით - არა.

- საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო გახდით მღვდელი და მნათე?

- თემა ახლა ძალიან აქტუალურია, თუმცა "ციანიდობაზე" ბევრად უფრო ადრე დაწერა ქეთი დევდარიანმა სცენარში მამა ცოტნე და მნათე ბახვა. ის უკვე დიდი ხანია წინასწარ გრძნობს, რომელი თემა იქნება პიკში და ძალიან ხშირად უსწრებს დროს.

- აჩიკო სოლოღაშვილის პერსონაჟიც საეკლესიო ცხოვრებას შეუდგა?

- აჩიკოს პერსონაჟი ბექა, ალბათ, მამაო და სტიქაროსანი არაფრით არ გახდებოდა, ამიტომ ამ საწყის ეტაპზე ჩვენთან ერთად არ იყო. მომავალში ჩემი აზრით, აუცილებლად შემოგვიერთდება ჩვენი არჩილი. ალბათ ვიკა კალანდიაც და სხვებიც. თუმცა, ეს მაინც სცენარისტსა და პროდიუსერებს უნდა ჰკითხოთ, მხოლოდ მათ იციან ყველაფერი ზუსტად.

- ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- გამოხმაურებას ველოდი, ალბათ დიდ გამოხმაურებასაც, მაგრამ ასეთს მაინც არა, ყველაფერი გადავფარეთ.

- თქვენი პერსონაჟები იყო წამყვანი ხაზი სერიალში, მაგრამ ბოლო სეზონში დოჩი ალიშბაიას გამოჩენამ მოახდინა ფურორი. ის ხომ არ დაგჩრდილავთ?

- დოჩი ძალიან მაგარია, ფანტასტიური! დაჩრდილვით არ ვიცი, მაგრამ დიდებას სიამოვნებით გადავუნაწილებთ, იმსახურებს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება