ვარსკვლავთცვენა ბათუმში - შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალს "თიბისი სტატუსი" წარმოადგენს

ვარსკვლავთცვენა ბათუმში - შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალს "თიბისი სტატუსი" წარმოადგენს

27 - 30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "ისთერნ პრომოუშენია". ფესტივალში, ტრადიციულად, მსიფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან : JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, MF ROBOTS. როგორც ცნობილია ფესტივალს CORY HENRY AND THE APOSTLES-ი გახსნის.

ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება "თიბისი სტატუსი". თიბისი ბანკი უკვე დიდი ხანია მხარდამჭერია ისეთი დიდი პროექტების, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა თუ ხელოვნების განვითარებას უწყობს ხელს. გასულ წელს თიბისი ბანკი Check in Georgia - ს მხარდამჭერი იყო. წელს კი "თიბისი სტატუსის" მქონე მომხმარებლები ჯაზ-ფესტივალზე ბილეთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, საქართველოს 2017 წლის ჯაზ-ფესტივალზე მსოფლიო დონის ჯგუფი JAMIROQUAI ეწვევა, რომელიც ქართველ მსმენელს ახალ ალბომში შესულ სიმღერებს გააცნობს. ჯგუფი შეასრულებს ცნობილ და ყველასათვის საყვარელ სიმღერებსაც.

"ჯაზ-ფესტივალის მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. თიბისი ბანკი კი ყოველთვის მხარს უჭერს მსგავსი მასშტაბის პროექტებს. თიბისი ბანკი ინოვაციებით გამოირჩევა. ამჯერადაც, ჩვენ ბილეთების შეძენისას საშუალებას გაძლევთ დააზღვიოთ თქვენი ბილეთები. ღილაკის მხოლოდ ერთი დაჭერით მოგეხსნებათ ბილეთის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემა. თუ თქვენ ვეღარ შეძლებთ კონცერტზე დასწრებას, დააბრუნებთ ბილეთს და გადახდილი თანხა 100%-ით უკან დაგიბრუნდებათ. ასევე პრივილეგიით ისარგებლებს ის მსმენელი, ვინც "თიბისი სტატუსით" ისარგებლებს. წელს მუსიკის მოყვარულები მსოფლიო დონის ვარსკვლავებს მოუსმენენ. მსგავსი პროექტები ქვეყანაში უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს, რაც ჩვენი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თიბისი ბანკის წარმომადგენელმა.

ბილეთების გაყიდვა ვებგვერდ www.tkt.ge-ზე 27 მარტს დილის 09:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. მსმენელებისთვის განკუთვნილია სამი ზონა, ოქროს ზონაში ბილეთის ფასი იქნება 400 ლარი, ასევე აღსანიშნავია, რომ ოქროს და VIP ზონისთვის შეძენილი ბილეთებით შეძლებთ სამივე დღეს გამართულ კონცერტს დაესწროთ. ხოლო რაც შეეხება ერთჯერად ბილეთებს: JAMIROQUAI-ს კონცერტზე დასასწრები ერთჯერადი ბილეთის ფასი 250 ლარი იქნება JOSS STONE-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები 100 ლარი ეღირება ხოლო DE LA SOUL - ის ბილეთები 150 ლარი ეღირება. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ თითო ბილეთის ყიდვა მხოლოდ "ვერცხლის" ზონაში იქნება შესაძლებელი.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება