"პალიტრა მედია" ქართული კინოს მხარდასაჭერად

"პალიტრა მედია" ქართული კინოს მხარდასაჭერად

საქართველოში ყველაზე მსხვილი მულტიმედია ჰოლდინგი "პალიტრა მედია" ქართული კინოს მხარდაჭერას იწყებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ კინოცენტრსა და "პალიტრა მედიას" შორის უკვე ხელმოწერილია.

ჰოლდინგი აქამდეც აშუქებდა მნიშვნელოვან სიახლეებს ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატებების შესახებ, მაგრამ ახლა თანამშრომლობა უფრო აქტიური და ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან ამბებს გააშუქებს Ambebi.ge, allnews.ge, reitingi.ge, ipn.ge.

"პალიტრა მედია" ეროვნული კინოცენტრის ახალ პროექტშიც ჩაერთვება, რომლის წარდგენაც სულ მალე იგეგმება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება