"სიმართლის ანატომია" - ვინ მოკლა 20 წლის გოგონა?

"სიმართლის ანატომია" - ვინ მოკლა 20 წლის გოგონა?

სამედიცინო კოლეჯში სტუდენტები გვამებზე სწავლებას გადიან. ერთ-ერთი სტუდენტი აღმოაჩენს რომ მის მაგიდაზე, არა საცდელი გვამი, არამედ 20 წლის გოგონა წევს... საქმის გამოსაძიებლად სამედიცინო ექსპერტებს იწვევენ, რომლებსაც სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები შეჰყავთ აუტოფსიაზე დასასწრებად. აქ იწყება ყველაზე საინტერესო... აღმოჩნდება, რომ ორი სტუდენტი ბიჭი კარგად იცნობს მსხვერპლს...

სამედიცინო ექსპერტი მეგან ჰანტი აღმოაჩენს, რომ მსხვერპლს 6 თვის შვილი ჰყავს, რომელიც დაკარგულია. ეჭვებისა და დაკითხვის შემდეგ, ექსპერტი არკვევს , რომ გარდაცვლილი შვილის არალეგალურად გაშვილებას აპირებდა... სად დაიკარგა ბავშვი, ვინ არის მამა და რა კავშირი შიძლება ჰქონდეს მას 20 წლის გოგონას მკვლელობაში - სამედიცინო და დეტექტიური სერიალების მოყვარულებს GDS-ის ეთერში უდიდესი სიამოვნება გელით...

#ჩაუჯექი "სიმართლის ანატომიას" ყოველ სამუშაო დღეს, 13:00 საათზე GDS-ზე.

Body of Proof ანუ სიმართლის ანატომია ამერიკული სამედიცინო დრამაა, რომელიც ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 2011 წელს დაიწყო. დანა დელანი ფილმში მთავარ როლს - სამედიცინო ექსპერტ მეგან ჰანტის როლს ასრულებს. სერიალის ავტორი კრის მერფია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება