20 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული" შესრულდება

20 მარტს თბილისის ოპერის თეატრში გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული" შესრულდება

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, თბილისის ოპერის თეატრში 20 მარტს მსმენელს საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის კიდევ ერთ განსაკუთრებულ კონცერტზე იწვევენ.

სოლისტი - აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი.

შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ლიტურგია "ქარით დატირებული", ალტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის.

გიორგი ცაგარელი გია ყანჩელის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა, თავად ავტორმა რამდენიმე წლის წინ მას და ნიკოლოზ რაჭველს 20 მინიატურა მიუძღვნა ალტისა და ფორტეპიანოსათვის.

გია ყანჩელი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვყავს მსოფლიო დონის ალტისი გიორგი ცაგარელი. ვინაიდან იგი გახლავთ ქართველი, ჩემი ნაწარმოებების მისეულ შესრულებაში ვგრძნობ იმას, რაც თითქმის არასდროს მიგრძვნია სხვა ბრწყინვალე შემსრულებლების დაკვრისას და მე მისი მადლობელი ვიქნები ყოველთვის.“

კონცერტის მეორე განყოფილებაში შესრულდება: პიოტრ ჩაიკოვსკი - სიმფონია N6 „პათეტიკური“.

საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ილია ინაიშვილი უდირიჟორებს. უკრაინის კონსერვატორიაში მოღვაწე ქართველი მაესტრო, უკვე მეორედ მონაწილეობს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტში.

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

გენერალური პარტნიორი: The Artists Union CONCEPTART

ბილეთები იყიდება / Tickets are available: www.biletebi.ge info: 2915504/05

ბილეთების ფასი: 15, 20, 25, 30, 35, 45

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება