კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:07 / 19-03-2017
"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?
ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობს, მარიკა სამანიშვილს, კინოსა და თეატრის მოყვარული საზოგადოება კარგად იცნობს. მისი კინოროლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი დედის, ელენეს, ტრაგიკული სახე ფილმიდან "ბამბაზიის სამოთხე". სრულიად კონტრასტული პერსონაჟი განასახიერა "ჩემი ცოლის დაქალებში", როდესაც ცნობისმოყვარე მეზობლის, მადონას როლი მოირგო. ქალბატონი მარიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ. საქმე დიდ კომიკოს იპოლიტე ხვიჩიას ეხება.

- თეატრის სცენაზე ასამდე როლი მაქვს განსახიერებული, მაგრამ ქუჩაში დღეს მადონას მეძახიან... ჩემი მომავალი პროფესია ჯერ დედამ შემაყვარა და შემდეგ იპოლიტე ხვიჩიამ, რომელიც არ იყო ჩემი ბიოლოგიური ბაბუა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგრამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. იპოლიტეს შვილიშვილებთან ერთად ვიზრდებოდი, მე ბაბუას ვეძახდი, ის - მეექვსე შვილიშვილს. ის ჩემი კეთილი ბაბუა იყო.

- მსახიობი მისი მოწოდებით გახდით?

- არ უნდოდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. მამაჩემიც არ იყო მოხიბლული ჩემი არჩევანით. მოკლედ, მამაკაცები უარზე იყვნენ, ქალები კი მხარს მიჭერდნენ. ამიტომ მხოლოდ ისინი მგულშემატკივრობდნენ. მისაღებ გამოცდაზე იპოლიტეს ქალიშვილის "გაზ 21"-ით წავედით. ის მანქანა იპოლიტემ თავისთვის გამოიყვანა, მაგრამ ისეთი მძღოლი იყო, მანევრირებისას მარჯვენა-მარცხენა ერეოდა, სამაგიეროდ, პირდაპირ ხომ ვიციო, ხუმრობდა. მოკლედ, მანქანა შვილს გადაულოცა. მართალია, იპოლიტე გამოცდაზე არ გამოგვყვა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და რუსთაველზე გამოიარა, ხელები ზურგს უკან შემოეწყო და მოაბიჯებდა. მე
გახარებული გამოვვარდი, ხუთიანი მივიღე-მეთქი. ო, გაგიჭირდებოდაო, ჩაილაპარაკა და წავიდა. მანქანაშიც არ ჩაგვიჯდა. ასე, გაბუტული დადიოდა მთელი გამოცდების განმავლობაში.

განაგრძეთ კითხვა
11:44 / 20-03-2017
სიცოცხლე ადამიანი,ნიჭიერი უსაზღვროდ და ყველას საყვარელი ბაბუ
ნაკა
მსგავსი სიახლეები
+VIDEO Ambebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა, გამვლელებს ვთხოვეთ დაესახელებინათ ყველა დროის...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49