"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?

"იპოლიტეს ძალიან უნდოდა დრამატული როლების თამაში" - რა აჩუქა "ფეოლას" ნახვის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ იპოლიტე ხვიჩიას?

ქუთაისის მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობს, მარიკა სამანიშვილს, კინოსა და თეატრის მოყვარული საზოგადოება კარგად იცნობს. მისი კინოროლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი დედის, ელენეს, ტრაგიკული სახე ფილმიდან "ბამბაზიის სამოთხე". სრულიად კონტრასტული პერსონაჟი განასახიერა "ჩემი ცოლის დაქალებში", როდესაც ცნობისმოყვარე მეზობლის, მადონას როლი მოირგო. ქალბატონი მარიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ. საქმე დიდ კომიკოს იპოლიტე ხვიჩიას ეხება.

- თეატრის სცენაზე ასამდე როლი მაქვს განსახიერებული, მაგრამ ქუჩაში დღეს მადონას მეძახიან... ჩემი მომავალი პროფესია ჯერ დედამ შემაყვარა და შემდეგ იპოლიტე ხვიჩიამ, რომელიც არ იყო ჩემი ბიოლოგიური ბაბუა, მაგრამ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. იპოლიტეს შვილიშვილებთან ერთად ვიზრდებოდი, მე ბაბუას ვეძახდი, ის - მეექვსე შვილიშვილს. ის ჩემი კეთილი ბაბუა იყო.

- მსახიობი მისი მოწოდებით გახდით?

- არ უნდოდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. მამაჩემიც არ იყო მოხიბლული ჩემი არჩევანით. მოკლედ, მამაკაცები უარზე იყვნენ, ქალები კი მხარს მიჭერდნენ. ამიტომ მხოლოდ ისინი მგულშემატკივრობდნენ. მისაღებ გამოცდაზე იპოლიტეს ქალიშვილის "გაზ 21"-ით წავედით. ის მანქანა იპოლიტემ თავისთვის გამოიყვანა, მაგრამ ისეთი მძღოლი იყო, მანევრირებისას მარჯვენა-მარცხენა ერეოდა, სამაგიეროდ, პირდაპირ ხომ ვიციო, ხუმრობდა. მოკლედ, მანქანა შვილს გადაულოცა. მართალია, იპოლიტე გამოცდაზე არ გამოგვყვა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და რუსთაველზე გამოიარა, ხელები ზურგს უკან შემოეწყო და მოაბიჯებდა. მე

გახარებული გამოვვარდი, ხუთიანი მივიღე-მეთქი. ო, გაგიჭირდებოდაო, ჩაილაპარაკა და წავიდა. მანქანაშიც არ ჩაგვიჯდა. ასე, გაბუტული დადიოდა მთელი გამოცდების განმავლობაში.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება