ნანა ექვთიმიშვილს და სიმონ გროსს ფილმისათვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცათ

ნანა ექვთიმიშვილს და სიმონ გროსს ფილმისათვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცათ

18 მარტს სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის

ცერემონია გაიმართა, სადაც ქართული ფილმის „ჩემი ბედნიერი

ოჯახის“ რეჟისორები, ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი პრიზით

საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდნენ.

სოფიას კინოფესტივალი 9-19 მარტს გაიმართა, სადაც

მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართულ ფილმთან ერთად მსოფლიოს

სხვადასხვა ქვეყნიდან სულ ცამეტი მხატვრული ფილმი იყო

წარდგენილი.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა სანდენსის

კინოფესტივალზე შედგა, საერთაშორისო პრემიერა კი ბერლინის

კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმს ყველა გავლენიანი გამოცემა

გამოეხმაურა, საერთაშორისო პრესამ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“

წლის საუკეთესო ფილმად და მომავალი წლის "ოსკარის" კანდიდატად

მოიხსენია. ის პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

„ნეტფლიქსი” არის ინტერნეტ კინოგაქირავების

ამერიკული მსხვილი კომპანია, რომელსაც უახლესი მონაცემებით,

2017 წლის იანვარში 93,8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

„ნეტფლიქსის“ პრემიერამდე, 2017 წელს, „ჩემი ბედნიერი

ოჯახის“ ნახვას მაყურებელი საფრანგეთის, გერმანიისა და

საქართველოს კინოეკრანებზე შეძლებს.

ჩემი ბედნიერი ოჯახი“ სოფიას გამარჯვების შემდეგ ნიუ

იუორკში გაემგზავრა, სადაც ფილმი თანამედროვე ხელოვნების

მუზეუმში, „მომაში“ 15-დან 26 მარტამდე იქნება

წარდგენილი.

„მომას“ ფილმის კვირეულს გაზეთ „ნიუიორკ თაიმსი”

ეხმაურება და ნანა ექვთიმიშვილს და სიმონ გროსს იმ ცხრა

რეჟისორთა შორის ასახელებს, რომელთა ნამუშევარიც

აუცილებელი სანახავი ფილმია.

სოფიას და ნიუ-იორკის შემდეგ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“

საფესტივალო ცხოვრებას გააგრძელებს და მსოფლიოს სხვადასხვა

ქვეყნის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება