კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
16:11 / 20-03-2017
"ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და ირანულ დივანს შემადარა" - სტეფანე და გიორგი გაბუნია "X ფაქტორში" კინკლაობას აგრძელებენ
"რუსთავი 2"-ზე X ფაქტორი იწყება. შოუს ახალი, მეოთხე სეზონის პირველი შესარჩევი ტურები უკვე გაიმართა. ახალ სეზონში შოუს წამყვანებად მაყურებლის საყვარელი და ძალიან ენერგიული დუეტი მოგვევლინება: ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.

შოუს განახლებული და ძალიან ვარსკვლავური ჟიური ჰყავს: მეოთხე სეზონში კვლავ ვიხილავთ მომღერაალ სოფო ნიჟარაძეს, შოუს უბრუნდება სტეფანე და ტრადიციულად იქნება ჟიურიში ორგზის გამარჯვებული მწვრთნელი - ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. რაც შეეხება ჟიურის სრულიად ახალ წევრს, ის გახლავთ ლელა წურწუმია. მომღერალი შოუში მეგობრებსა და კოლეგებს შეუერთდა და მომავალი ვარსკვლავების შერჩევაზე იზრუნებს.

შოუს ერთგულ მაყურებელს არც მეოთხე სეზონზე მოაკლდება სტეფანესა და გიორგი გაბუნიას ძველებური კინკლაობა. ჟიურის წევრები ტრადიციულად აკრიტიკებენ ერთმანეთს ჩაცმულობის, მუსიკალური გემოვნების, თუ რეპლიკების გამო, ჟიურის ქალი წევრები კი "მშვიდობის მტრედების" როლს ირგებენ.

გიორგი გაბუნია: "ეს რა გამიკეთეს, სტეფანეს გვერდით დამსვეს. ცოტა ხანში დივანზე წამოგორდება და ეს დივანი მე ვიქნები. დღეს ჩაცმის გამო გამაკრიტიკა, მე ვუთხარი საკუბოვედ ხარ ჩაცმულითქო და მან ირანულ დივანს შემადარა. მე დავიწყე ეს კინკლაობა, საზიზღრობებს ვეუბნები, ის უფრო პოზიტიურად მეხუმრება"



სტეფანე: "კარგია გიორგი რომ მიზის გვერდით, კომფორტულად ვგრძნობ თავს. დღეს რაც ნახეთ, ჩვენი კინკლაობის დასაწყისია, უკეთესს დაელოდეთ"


რაც შეეხება კონკურსანტებს, გიორგიც და სტეფანეც კრიტიკული მენტორები არიან, რაზეც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც მეტყველებს.

სტეფანე: "კასტინგის პირველივე დღეს უკვე ორი ფავორიტი აღმოვაჩინე. ერთსაც თუ აღმოვაჩენთ, უკვე წარმატებული იქნება პროექტი. მე იმ ასაკში აღარ ვარ, რასაც ვფიქრობ, ის რომ არ ვთქვა. მირჩევნია ვიყო ის, რასაც ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესოა. რამდენი მონაწილეც გამოვა სცენაზე, იმდენნაირ სტეფანეს იხილავთ"

გიორგი გაბუნია:
"ამ სეზონზე ახალი აღმოჩენა გავაკეთე, ახალგაზრდები თანამედროვე მუსიკას უფრო მღერიან ქასტინგზე, ადრე პირიქით იყო, უფრო ძველ სიმღერებს ასრულებდნენ. ჟიურის ახალი წევრი გვყავს ლელა წურწუმია, რომელმაც თავისი ხასიათი
You must have Flash Player installed in order to see this player.
შემოიტანა, ის თავს არ მოატყუებინებს არავის, სამართლიანი და კრიტიკული მენტორია, რაც გადაწყვეტილებებზეც აისახება"



ლელა წურწუმია: "ინტუიციურად ვხვდებოდი ამ სეზონზე დამიძახებდნენ ჟიურიში. შრომატევადი და ამავე დროს საინტერესოა ასეთ პროექტებში მუშაობა. აქ შენს თვალწინ იბადებიან მომღერლები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის მათი სწორ გზაზე დაყენება. მათ ნაყოფიერი და შემოსავლიანი კარიერა უნდა ჰქონდეთ.


აუცილებელია ინდივიდუალიზმი და საკუთარი რეპერტუარი ჰქონდეს ვარსკვლავს, ქავერები მაინც დროებითია. დღეს მოვისმინე რამდენიმე ისეთი შემსრულებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინდივიდუალიზმი, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს..."

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე
17:35 / 21-03-2017
lika
0
ერთხელ მაინც მოიწვიეთ ჟიურიში სოფო ხალვაში უნიჩიერესი და ულამაზესი გოგო,ნეტავ რამით ნაკლებია ამ ნიჟარაძე და წურწუმიაზე?
17:32 / 21-03-2017
tamuna
0
მარინა ბერიძე და მისი გუნდი მართლაც მაგარი იყვნენ,მაგრამ საქართველოში სად აფასებენ საერთოდ პროფესიონალიზმს,სამარცხვინოა უბრალოდ მარინა ბერიძე რომლის შენიშვნები დამსახურებულად ისმოდა და ამით სურდა მას კონკურსანტები ძლიერები ყოფილიყვნენ აკრიტიკებდით და აგინებდით,ახლა ხომ გყავთ გაბუნია რომლეიც მუსიკის გაგებაშიც არ რაის და ისიც არ იცის სინამდვილეში რა არის მუსიკა,ასეთი არსება რომ დასცინის და აგდებით ელაპარაკება მონაწილეებს ამას ხომ უყურებთ სიამოვნებით,მარინა ბერიძეს მისი პროფესიონალიზმის და კრიტიკის გამო ტალახი ესროლა ქართველებმა რის გამოც წაართვეს და დაუხურეს ჯეოსტარი,ახლა უყურეთ გაბუნიას და ნიჟარაძის ტრიპაჩობებს მეტის ღირსნი არც ხართ.
მსგავსი სიახლეები
მენტორებმა რჩეული ოთხი კანდიდატიდან გუნდში ორ-ორი შემსრულებელი დატოვეს
სოფოს და გიორგის ძლიერ გუნდებს თავიანთი პრეტენდენტები ლელა წურწუმიამ და სტეფანემ უნდა დაუპირისპირონ
სოფო ნიჟარაძე საკუთარი ჩაცმულობით ყოველთვის უსვამს ხაზს ქალურობას
ჩოხატაურელმა გოგონამ შესარჩევ ტურში პუჩინის O mio babbino caro შეასრულა
"სახლში როცა დავბრუნდი, მეუღლე ნამტირალევი იყო, ისე გაეხარდა ჩემი წარმატება"
+VIDEO "ყველა იმსახურებს გამარჯვებას, მაგრამ მეც დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში"
"პირობითი სასჯელი მაქვს, აგვისტოში გადის 6 თვე, შეწყალებას დავწერ და საქართველოს დავტოვებ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:49 / 29-05-2017  Image "ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი
ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს
11:04 / 29-05-2017  Image რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?
საქართველოში ქულების სისტემა ნაკლებ გავლენას იქონიებს მძღოლების ქცევაზე, რადგან ის ძალიან ლიბერალური და არასრულია
15:45 / 28-05-2017  Image "დაჭერები, ციხის ამბები... საქართველოში რაც ხდებოდა, არ გახსოვთ?" - "ოცნების" დეპუტატის და სააკაშვილის შელაპარაკება თვითმფრინავში
ყოფილმა პრეზიდენტმა ანანიძის მწვავე რეპლიკების პასუხად, მას "ნაძირალა" უწოდა
07:58 / 28-05-2017  Image გლდანი, მუხიანი და თემქა - საინტერესო ფაქტები თბილისის გარეუბნებზე
თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49