სად მშობიარობენ ვარსკვლავები - მსოფლიოს საუკეთესო სამშობიაროები

სად მშობიარობენ ვარსკვლავები - მსოფლიოს საუკეთესო სამშობიაროები

"სად ჯობია ვიმშობიარო" - კითხვა, რომელიც ყველა ფეხმძიმე ქალს უჩნდება. ჩვენ შევაგროვეთ მსოფლიოში საუკეთესო სამშობიაროები, სადაც ვარსკვლავები დედები გახდნენ.

აშშ-ის სამშობიარო

ქეთი თოფურიამ ოლივია ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ სამედიცინო ცენტრში გააჩინა. მისი კლიენტები აგრეთვე იყვნენ ბრიტნი სპირსი, სინდი კროუფორდი, კრისტინა აგილერა, სელმა

ჰაიეკი, კეტი ჰოლმსი, კიმ კარდაშიანი.

დიდი ბრიტანეთის სამშობიარო

ტრადიციების მოყვარული კლინიკა უცნაური ჩვეულებითაა პოპულარული - მშობიარობის დღეს, ახალგამომცხვარ ცოლ-ქმარს სადღესასწაულო სუფრას უშლიან, შამპანურით უმასპინძლდებიან. გამოწერის დღეს ახალშობილს რბილ სათამაშოს, პანდას ჩუქნიან. შობაზე კი მისალოც ბარათს უგზავნიან. თემზის სანაპიროს კლინიკაში იმშობიარეს კლაუდია შიფერმა, ვიქტორია ბექჰემმა, გვინეტ პელტროუმ, ელიზაბეთ ჰარლიმ და სტელა მაკარტნიმ.

საფრანგეთის სამშობიარო

აქ დაიბადნენ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ტყუპები. სხვათა შორის, ანჯელინამ თავისი პირველი ბიოლოგიური შვილი ნამიბიაში გააჩინა. მას სურდა დაემტკიცებინა თავისი სიახლოვე უბრალო ხალხთან.

იხილეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება