პრინცი უილიამის ყოფილ შეყვარებულს მისგან შვილი ჰყავს? - დასავლური მედია სამეფო ოჯახის ახალ სკანდალზე

პრინცი უილიამის ყოფილ შეყვარებულს მისგან შვილი ჰყავს? - დასავლური მედია სამეფო ოჯახის ახალ სკანდალზე

დასავლური მედია დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მოსვენებას არ აძლევს. ამჟამად, მათი სამიზნე პრინცი უილიამი და მისი ყოფილი შეყვარებული ჯეკა კრეიგი გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კენიელი ბიზნესმენის ქალიშვილი 2016 წელს დაქორწინდა პროფესორ ჯონათან ბეილიზე, ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ჯეკას ქალიშვილის მამა არა ქმარი, არამედ პრინცი უილიამია.

რასაკვირველია, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არავის გაუკეთებია, ერთადერთი, რაზეც დგას ჰიპოთეზა, ეს არის ჯეკას ორსულობის საკითხის სრული გასაიდუმლოება. ოფიციალური ინფორმაციით, ჯეკამ 2015 წელს, მეუღლისგან გააჩინა პირველი შვილი.

კრეიგი უილიამის პირველი და როგორც ამბობენ, დიდი სიყვარულია და კეიტ მიდლტონის ოჯახური იდილიის საფრთხედ აღიქვამენ. კრეიგმა და უილიამმა ჯერ კიდევ თინეიჯერობის დროს გაიცნეს ერთმანეთი და ბევრი საერთო ინტერესი და ღრმა მეგობრობა აკავშირებდათ. სხვათა შორის, უილიამი ჯეკა კრეიგის ქორწილში საპატიო სტუმარიც იყო და პრინცი არ მალავს, რომ ჯეკასთან მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნებული აქვს, თუმცა პრესა ფიქრობს, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია და ეს შესაძლოა საერთო შვილიც იყოს...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება