რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს

რობი უილიამსს "ევროვიზიაზე" რუსეთის სახელით გასვლა სურს

ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი აცხადებს, რომ სურს რუსეთი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე "ევროვიზიაზე" წარადგინოს. ამის შესახებ პოპ-შემსრულებელმა რუსეთის პირველ არხზე, ანდრეი მალახოვის შოუში "Пусть говорят"-ში ისაუბრა.

"დიდი სურვილი მაქვს რუსეთი ევროვიზიაზე წარვადგინო. ამას უბრალოდ ვამბობ, თუმცა ჩემი მენეჯერი უკვე გეგმებს აწყობს. მიდით, რუსეთო! ჩვენ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა უილიამსმა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს ეს მუსიკალური კონკურსი: "ეს გრანდიოზული და ფერადი შოუა, ვაღმერთებ "ევროვიზიას". მისივე თქმით, მან 2016 წელს რუსი მომღერლის სერგეი ლაზარევის გამოსვლა ნახა "ევროვიზიის" კონკურსზე და მუსიკალურმა ნომერმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "როგორც ჩანს, რუსეთმა დიდი თანხა დაახარჯა ამ ბიჭს", - დასძინა რობიმ.

"ევროვიზია 2017" მაისის თვეში კიევში გაიმართება. რუსეთს წელს მომღერალი იულია სამოილოვა წარადგენს შოუზე. თუმცა, შესაძლებელია მომღერალს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალონ. უკრაინული მხარის პრეტენზია სამოილოვას მიმართ ყირიმში 2015 წელს ჩატარებულ მის კონცერტს უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო გადაცემიდან "Пусть говорят"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება