"მზეთუნახავი და ურჩხული" დიდ ეკრანზე დაბრუნდა

"მზეთუნახავი და ურჩხული" დიდ ეკრანზე დაბრუნდა

"მზეთუნახავი და ურჩხული'' კინოეკრანებზე ბილ კონდონის რეჟისორობით დაბრუნდა. ეს არის 1991 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის რიმეიქი რეალური პერსონაჟებით, სადაც მთავარ როლებს ყველასთვის საყვარელი ჰერმიონ გრეინჯერის, როლის შემსრულებელი ემა უოთსონი, დენ სტივენსი, ლიუკ ევანსი, იუენ მაკგრეგორი, იან მაკკელენი, ემა ტომპსონი, ჯოშ გადი, სტენლი ტუჩი და კევინ კლაინი ასრულებენ.

ფილმი მოგვითხრობს, მამის თავისუფლების სანაცვლოდ, სასტიკი ურჩხულის სასახლეში მოხვედრილ ლამაზმან ბელეზე, რომელიც შიშის მიუხედავად, ცდილობს ამოიცნოს ურჩხულის ნამდვული სახე. ემა უოთსნმა განაცხადა, რომ ბელას როლის გასათავისებლად რამდენჯერმე მოუხდა 1991 წლის ანიმაციის ნახვა, ხოლო სიმღერების სწავლაში, სწორედ ანიმაციის გამხმოვანებლები დაეხმარნენ.

''მზეთუნახავი და ურჩხულის'' გადაღებები ინგლისში 2015 წლის 18 მაისს დაიწყო და 21 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, დისნეის ისტორიაში ეს იქნება პირველი ნამუშევარი, სადაც გეი პერსონაჟს ღიად ვიხილავთ, თანაც საკუთარი სასიყვარულო ისტორიით.

მხატვრულ ფილმად ქცეული ზღაპარი კინოთეატრებში 2017 წლის 16 მარტიდან გამოჩნდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება