სოფო ნიჟარაძეს "ფრთები ამოუვიდა" - მომღერლის ჩაცმულობას "ფეისბუქში" განიხილავენ

სოფო ნიჟარაძეს "ფრთები ამოუვიდა" - მომღერლის ჩაცმულობას "ფეისბუქში" განიხილავენ

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით არის სავსე.

თუმცა, ნიჭიერი კონკურსანტების აღმოჩენის პარალელურად, მაყურებელს არანაკლებ აინტერესებს შოუს ვარსკვლავური ჟიურის წევრების იმიჯი. "X ფაქტორის" ფანების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოფო ნიჟარაძის უცნაურმა სამოსმა, რომელსაც ფრთების ფორმა ჰქონდა. შოუს "ფეისბუქის" გვერდზე წერენ, რომ მომღერალმა "ფრთები გამოისხა". ზოგიერთი კომენტარებში სახალისო ფოტოშარჟებსაც პოსტავს:

"რა აცვიაა არ დამიმალოთ, გთხოვთ"

"უი, ფრთები გამოუვიდა?"

"ფარშევანგი, ფარშევანგიიი... ყველაფერი უხდება სოფოს!"

"გაფრინდი ჯეირანო"

"სოფომ ფრთები გამოისხა"

"მეზობლის მანქანას გავს, ავარიის მერე ზუსტად ეგრე ჰქონდა აირბაგები გაშლილი"

"ლამაზი დრაკონი"

იხილეთ ვიდეო

"I believe can fly <3 მაინც ძაან ლამაზია!"

"როგორც გაბუნია იტყოდა: რა ქარში აფრიალებული სარეცხივით აქვს ის უკან რაღაცა?!"

"არადა ძაან ლამაზად აცვია. უბრალოდ ეს თქვენ ხართ კრიტიკოსები, უაზროდ რომ გამოხტებით და ქაქანებთ"

"აცადეთ გაფრენა!..."

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

ნახეთ ფოტოები: გიორგი გაბუნიამ სოფო ნიჟარაძეს... "კინაღამ აკოცა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება