ნინი ოკუჯავა: "ღალატისგან მიყენებული ტკივილი მხოლოდ ერთხელ ვიგემე"

ნინი ოკუჯავა: "ღალატისგან მიყენებული ტკივილი მხოლოდ ერთხელ ვიგემე"

მსახიობი ნინი ოკუჯავა ამბობს, რომ მისი ცხოვრების წესი ბავშვობიდან მოყოლებული, აქტიური და ენერგიულია... 4 წელია, რაც ნინი შეყვარებული გახლავთ, მაგრამ წყვილი დაოჯახებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

ბავშვობა

- როგორი იყავი ბავშვობაში? მშობლებს ხშირად აბრაზებდი?

- ძალიან ცელქი ვიყავი. ერთ ადგილას დიდხანს ვერ მაჩერებდნენ, სულ დავრბოდი, დავხტოდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა გამეფუჭებინა. დედაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, რომ დავიბადე თუ არა, მის ცხოვრებაში ძილი და სიმშვიდე გაქრა (იცინის). ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს. რთულად აღსაზრდელი ვიყავი. სიცელქე დღემდე მომყვება, ძალიან ხიფათიანიც ვარ და ზუსტად ამიტომ, უამრავი შრამი მაქვს. 24 წლის ვიყავი, მეგობრებს ვაცილებდი და გადავწყვიტე, ისინი გამეხალისებინა, ქუჩაში რაღაც გამოსამშვიდობებელი ცეკვა "დავდგი" და ისეთი რთული ილეთის შესრულება ვცადე, რომ რკინის კარს დავეჯახე, გონება დავკარგე და ტვინის შერყევა მივიღე. მართალია, მსგავსი ამბები იმწუთას სასაცილო სულაც არ გეჩვენება, მაგრამ დრო რომ გადის, სულ მხიარულად ვიხსენებთ: როგორ მოვიტეხე ფეხი, როგორ დავეჯახე კონდიციონერს, რის გამოც წინა კბილი მოვიტეხე და ა.შ. ალბათ, ეს ის მომენტია, მწარე რომ ტკბილად გაგონდება.

- მშობლებისგან მიღებულ შენიშვნებს თუ ითვალისწინებდი?

- შენიშვნებს ძირითადად, სიცელქის გამო ვიღებდი, მაგრამ გათვალისწინების რა მოგახსენოთ (იცინის).

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებლებსაც აბრაზებდი?

- შეიძლება ითქვას, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი. იყო რამდენიმე საგანი, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ ძალდატანებით მიწევდა სწავლა. მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ არა - უზრდელი და ყველას ვუყვარდი.

პროფესიული არჩევანი

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- დედა პროფესიით გინეკოლოგია. ხშირად მიწევდა მის სამსახურში ყოფნა... იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ახალდაბადებული ბავშვების ნახვით, რომ რაღაც პერიოდი, მეც გინეკოლოგობა მინდოდა. მერე რა თქმა უნდა, გადავიფიქრე და 9 წლისა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სცენაზე უნდა ვმდგარიყავი.

- სკოლის დამთავრებისთანავე გახდი სტუდენტი?

- დიახ, სკოლა როგორც კი დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

ბავშვური სიყვარული

- 4 წლის ვიყავი, საბავშვო ბაღში ორი ბიჭი რომ მიყვარდა. მათი სახელებიც მახსოვს: ლაშა და ლევანი. "სახლობანას" რომ ვთამაშობდით, ორივე ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო. მახსოვს, ერთ-ერთმა გადაწყვიტა, "სახლობანა" სხვა ბავშვთან ეთამაშა და ძალიან განვიცადე. მთელი დღე უსიტყვოდ, გაბუტული და თვალებაცრემლებული ვიჯექი. "ღალატისგან" მიყენებული ტკივილი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიგემე, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, 4 წლის ასაკში (იცინის).

პირველი წარმატება

- მიზანდასახული ხარ?

- შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ. არ მიყვარს უსაქმოდ ყოფნა და სტუდენტობიდან მოყოლებული, ვმუშაობ. არასდროს არანაირი სამსახური არ მეთაკილებოდა. ერთი პერიოდი ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი ანიმატორად და საჭიროებას რომ მოეთხოვა, მიმტანადაც ვიმუშავებდი. ჩემი აზრით, უმოქმედოდ ყოფნაა სირცხვილი.

- მომიყევი შენს პირველ წარმატებაზე...

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება