მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო - "ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას"

მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო - "ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას"

30 მარტს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოს სახელწოდებით - „ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს - მამუკას“.

საღამოს დამდგმელი რეჟისორია გაგა გოშაძე.

ბოლო წლების განმავლობაში ბ-ნ მამუკა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ სანამ ცოცხალია სურს სოლო-კონცერტით წარდგეს საკუთარი მრავალრიცხოვანი და საყვარელი მსმენელის წინაშე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო ამ მასშტაბის პროექტის იდეიდან - შესრულებამდე განხორციელება. დაახლოებით ერთი თვის წინ საორგანიზაციო გუნდმა ახალგაზრდა შემსრულებლების სურვილი, შეესრულებინათ მამუკა ჩარკვიანის სიმღერები, მოკრძალებით მივიტანეთ ავტორთან და მისი შემოქმედებითი საღამოს გასამართად მხარდაჭერა ვთხოვეთ. ისიც დიდი შემართებით, საოცარი ენერგიითა და მონდომებით, ყოველდღიურად გადის რეპეტიციებს და მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

ნოდიკო ტატიშვილს, ოთო ნემსაძეს, აჩიკო ნიჟარაძეს, ნინი ბადურაშვილს, დათუნა მგელაძეს, გიგი ადამაშვილს, გიორგი მეფისაშვილს, ლიზა ჩიჩუას, ლენკა ზვიადაძეს, ლევან კბილაშვილს და სხვა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელს უთმობს სცენას და საკუთარ სიმღერებს მამუკა ჩარკვიანი 30 მარტს. საღამოს წაიყვანს ყველასთვის საყვარელი მსახიობი სანდრო მიკუჩაძე.

ღინისძიებაზე მოწვეულია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მამუკა ჩარკვიანის მეგობრები, კოლეგები და რა თქმა უნდა, ერთგული მსმენელი.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: https://tkt.ge/ https://biletebi.ge/startup.aspx

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება