goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს

goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს.

კინოფესტივალი გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასზე არაერთი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

goEast ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გაიხსნება. ფილმი ცოტა ხნის წინ სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, მოგვიანებით კი სოფიას კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო.

კინოფესტივალზე goEast ნახავენ ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ ფილმს, რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს "მზის ქალაქი". ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება