ქართველი პიანისტი, რომელიც მსოფლიომ უკვე გაიცნო, ოპერის თეატრში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს!

ქართველი პიანისტი, რომელიც მსოფლიომ უკვე გაიცნო, ოპერის თეატრში  პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს!

3 აპრილს ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით, საგაზაფხულო სიმფონიური სეზონის ფარგლებში, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილთან ერთად მსმენელის წინაშე ახალგაზრდა პიანისტი მარიამ ბაწაშვილი წარსდგება. შესრულდება პიოტრ ჩაიკოვსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N1 B flat minorდა აგრეთვე, ჩაიკოვსკის სიმფონია N4F minor.

23 წლის ასაკში მარიამ ბაწაშვილმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აი, რას წერს ქართველი პიანისტის შესახებ გამოცემაში SÜDDEUTSCHE ZEITUNG კრიტიკოსი ეგბერტ ტოლლე - „ათასი უძლიერესი მომენტი ... ბაწაშვილი ქმნის მუქ პოეზიას, რომელიც ყოველთვის ბუნებრივია და ზუსტი…ჯადოსნური მომენტები ყოველთვის დაწყვილებულია თანმიმდევრულად, შეესატყვისება მის ვირტუოზულ სულს… მისი შესრულება გამოხატავს ობიექტურ სიბრძნეს“.

მარიამ ბაწაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფრანც ლისტის მე-10 საფორტეპიანო კონკურსზე უტრეხტში 2014 წელს, სადაც მას მიანიჭეს პირველი პრემია, ჟიურის სპეციალური ჯილდო და ამასთანავე პრესის პრიზი. „გამარჯვებული ბაწაშვილი ყოველ მუსიკალურ ფრაზას რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს”. ასე დაასათაურა მისდამი მიძღვნილი სტატია ჰოლანდიურმა გაზეთმა „NRC Handelsblad“, ხოლო საერთაშორისო ჟიურიმ მას „ჩამოყალიბებული ხელოვანი“ უწოდა, რომელსაც გააჩნია „შესრულების არაჩვეულებრივი ტექნიკა“ და „გულრწფელი ემოცია“.

ასეთი წარმატების შემდგომ მან გაამდიდრა საშემსრულებლო გამოცდილება წამყვან სიმფონიურ ორკესტრებთან, მათ შორის: the Dutch Radio Philharmonic Orchestra ჯეიმს გაფიგანის დირიჟორობით ამსტერდამის კონცერტგებაუში, სადაც შეასრულა ლისტის საფორტეპიანო კონცერტი No.1, the Rotterdam Philharmonic Orchestra რაფაელ პეიერის დირიჟორობით (ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი No.1) და the Brussels Philharmonic Orchestra ( სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი No.2).

მარიამმა სოლო კონცერტები გამართა 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: ჩინეთში (the NCPA in Beijing and the Shanghai Concert Hall), სამხრეთ კორეაში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ბალტიის ქვეყნებში, ბენელუქსში და გერმანიაში. იგი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის სტუმარი გახლდათ, როგორიცაა the Beethovenfest Bonn, Pianofortissimo Festival Bologna and the Delft Chamber Music Festival.

მარიამ ბაწაშვილს ევროპის საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციამ the European Concert Hall Organisation (ECHO) მიანიჭა 2016-2017 სეზონის „ამომავალი ვარსკვლავის“ წოდება და დაიგეგმა კონცერტები ყველაზე მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის the Philharmonies of Paris, Cologne and Luxembourg, the Vienna Musikverein, the Palais des Beaux-Arts in Brussels, the Müpa Budapest, L’Auditori in Barcelona, the Stockholm Concert Hall, the Southbank Centre in London, the Elbphilharmonie Hamburg და the Concertgebouw Amsterdam.

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო/კომპანია ბადაგონი

გენერალური პარტნიორი: The Artists Union CONCEPTART

ბილეთები იყიდება / Tickets are available: www.biletebi.ge info: 2915504/05

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება