"გრეის ანატომია" ქართულად! - რა გელით საყვარელი სერიალის მე-13 სეზონში

"გრეის ანატომია" ქართულად! - რა გელით საყვარელი სერიალის მე-13 სეზონში

დრო მოვიდა ტელეკომპანია ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ და საინტერესო სერიალზე - "გრეის ანატომიაზე" ვისაუბროთ.

ყველაზე მაღალრეიტინგული ამერიკული დრამა ამერიკელების საყვარელი სერიალია. შოუ 2005 წლიდან გადის ABC-ის ეთერში და უკვე 12 წელია არ ბეზრდება მაყურებელს. "გრეის ანატომია" ქართველი მაყურებლისთვისაც კარგად ნაცნობია და ბევრი ელოდება სერიალის მე-13 სეზონის დაწყებას, თანაც ქართულ ენაზე. ეს შესაძლებლობა სულ რამდენიმე დღეში მოგეცემათ: 3 აპრილიდან, ყოველ სამუშაო დღეს 13:00 და 14:00 #ჩაუჯექი "გრეის ანატომიას" GDS-ზე!

მეცამეტე სეზონის დაწყებამდე კი ჩვენ სერიალის გმირებზე რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგიმხელთ, რომელიც ახალ სეზონში გელოდებათ:

ალექსს შესაძლოა, საკუთარ საქციელზე პასუხისგება მოუხდეს. მეთორმეტე სეზონის ბოლოს დელუკასთან უთანხმოებამ ალექსი სერიოზულ მდგომარეობაში დატოვა, დასისხლიანებული. მას სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწევს, ამის პარალელურად კი მოუწევს იმაზე ილოცოს, არავინ გაიგოს, რომ დელუკას მან მიაყენა დაზიანებები.

მერედიტს საიდუმლო აქვს. მეცამეტე სეზონში მერედიტი აღმოაჩენს, რომ საიდუმლომ, რომლის შენახვაც უწევს, შესაძლოა, მეგისთან და ალექსთან ნაშენები ურთიერთობა დაუნგრიოს.

ჯექსონი და ეიპრილი შესაძლოა შერიდგნენ. ახალი სეზონის ფოტოებში განქორწინებული მშობლები ჯექსონი და ეიპრილი ბავშვთან ბედნიერად გამოიყურებიან. მათი ურთიერთობა დასაწყისიდანვე არეული იყო, ამიტომ, კაცმა არ იცის რა მოხდება.

ოჯახური ძალადობის საკითხი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალ სეზონში. მეთორმეტე სეზონის ბოლოს ჯომ აღიარა, რომ გათხოვილია ისეთ კაცზე, რომელიც მასზე ძალადობს. საინტერესოა, როგორი კუთხით წაიყვანენ შოუს სცენარისტები ამ ამბავს.

არიზონა ისევ იპოვნის სიყვარულს. ცოლთან განშორების შემდეგ მას ახალი გულისსწორი გაუჩნდება, რომლის ვინაობის გარკვევაც მეცამეტე სეზონში მოხდება.

მერედიტის და რიგის რომანი მეგის გულს გაუტეხს. მერედიტმა ქმართან დაშორების შემდეგ ახალი პარტნიორი იპოვნა, მაგრამ ამით ყველა კმაყოფილი არაა. როდესაც ეს ამბავი მთელ საავადმყოფოს მოედება, მეგი არ მოერიდება იმის დაფიქსირებას თუ რამდენად არ მოწონს ეს ურთიერთობა.

ოუენს და ამელიას დიდი ალბათობით შვილი არ ეყოლებათ. ამელიას როლის შემსრულებელმა კატერინა სკორსონემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავად ელოდებოდა რეალურად შვილს. ამის გამო მაყურებლები ფიქრობდნენ თუ როგორ მოახდენდნენ მსახიობის მზარდი მუცლის ჩართვას ისტორიაში, მაგრამ სკორსონემ აღნიშნა, რომ შემქმნელები მაქსიმალურად შეეცდებიან მისი ფეხმძიმობის ფაქტი უხილავი დარჩეს, რადგან პერსონაჟისთვის ჯერ მსგავსი განვითარება ნაადრევია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება