პოპულარული მომღერალი "იქს ფაქტორში", რომლის გამოჩენამ ქასტინგზე მენტორები გაამხიარულა

პოპულარული მომღერალი "იქს ფაქტორში", რომლის გამოჩენამ ქასტინგზე მენტორები გაამხიარულა

"იქს ფაქტორის" სცენაზე წელს არაერთ ცნობილ სახეს იხილავთ. მათ შორის არის სიმპატიური ახალგაზრდა მომღერალი ნიკა ლაზარიაშვილი, რომელიც მაყურებელმა 2013 წელს "ახალი ხმიდან" გაიცნო. ნიკას გამოჩენას "იქს ფაქტორის" ქასტინგზე მენტორების გამხიარულება მოჰყვა - სტეფანემ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ნიკას მეგობარია. ნიკა ლაზარიაშვილი შემდეგ ეტაპზე ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გადავიდა. რატომ გადაწყვიტა პოპულარულმა მომღერალმა "იქს ფაქტორში" მისვლა, თავად მისგან შეიტყობთ.

- წარმატება ისედაც არ მაკლია, მაგრამ უფრო მეტი გამოცდილება და ოცნება მჭიდრებოდა. არასდროს მქონია ფილარმონიაში სიმღერის ბედნიერება, ამიტომ დღევანდელი დღე ოცნების ახდენის დღე არის.

- რას მოგცემთ "იქს ფაქტორი"?

- იქს ფაქტორს აღმოვაჩენთ. რაღაც დოზით კი მაქვს აღმოჩენილი საკუთარი იქს ფაქტორი, მაგრამ ეს გარემო სულ სხვა შესაძლებლობებს იძლევა და მგონია უფრო მეტს აღმოვაჩენ საკუთარ თავში.

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება