ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით "გაფერადებული" კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით "გაფერადებული" კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ნანა შონიასა და მხატვარ შოთა გლურჯიძის ბინაში პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ნივთების, ნახატებისა და მცენარეების სიმრავლეა. ხე სიმყუდროვის ასოციაციას ქმნის, სადა, თეთრი კედლები კი უამრავი ნახატითაა დაფარული და ინტერიერს "აფერადებს".

17 წელია, ოთხოთახიან ბინაში ეს წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, თავის დროზე რემონტის პროცესში თავად არ ჩარეულა, ორსულად იყო და მეუღლემ ეს საქმე თავის თავზე აიღო.

მსახიობს შინ ბევრი სკივრი აქვს, ასევე - ინდური ფარდაგები, შირმები და ნივთები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ნანა მცენარეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და ამიტომ მის სახლში ყოველთვის ხარობს სხვადასხვა ჯიშის ყვავილი. მათ შორის ერთ-ერთი გვიმრააა, რომელსაც ტერეზა ჰქვია. "სამოსელ პირველში" ტერეზა რომ ითამაშა, ეს მცენარე შვილმა დაბადების დღეზე აჩუქა და ასე იმიტომაც დაარქვეს.

არაერთი ფერწერული ტილოს გარდა, ბინაში მსახიობის რამდენიმე პორტრეტია - ნანას მხატვარი მეუღლის, ასევე ზურა გომელაურისა და იურა ბერიშვილის მიერ შესრულებული.

დიასახლისს საყვარელი ნივთების ნაწილი თბილისში აქვს შეძენილი, ნაწილი კი - საზღვარგარეთ. მაგალითად, რამდენიმე შირმა თბილისში, ყოველწლიურ ინდურ ბაზრობაზე შეიძინა, ერთი ჟირაფიც აქვე - ტაილანდურ მაღაზიაში, ხოლო მეორე - ინგლისში, აფრიკულ ბაზრობაზე. საერთოდ, ბევრს უთქვამს, რომ მისი სახლი აფრიკული სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა, აქ რამდენიმე ქვეყნის მიქსი უფროა, ვიდრე ერთი კონკრეტულის.

მისაღებ ოთახში ბევრი ნივთი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს. მათ შორისაა ნანას მეგობრის კახი ერაძის მიერ შესრულებული ხე; საბავშვო კარუსელის ცხენი, შოთა გლურჯიძის მხატვრობით გაფორმებული სპექტაკლიდან "ვოიცეკი" და მოხატული ფორტეპიანო. ინსტრუმენტი უფროსი შვილისთვის შეიძინეს, როცა ის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ბავშვს მეცადინეობა ეზარებოდა და გადაწყვიტეს, ფორტეპიანო შოთას მოეხატა, იქნებ ისე მოიხიბლოს, იმეცადინოსო, მაგრამ არც ამან გაჭრა... იხილეთ სრულად + ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება