რუსკა მაყაშვილმა და ვანიკო თარხნიშვილმა ლელა და სტეფანე გააშარჟეს - ნახეთ, რა ჩაიდინეს წამყვანებმა "X ფაქტორის" სცენაზე

რუსკა მაყაშვილმა და ვანიკო თარხნიშვილმა ლელა და სტეფანე გააშარჟეს - ნახეთ, რა ჩაიდინეს წამყვანებმა "X ფაქტორის" სცენაზე

ფილარმონიაში "X ფაქტორის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. შოუს ახალი, მეოთხე სეზონი ტრადიციულად სიურპრიზებითა და ბევრი აღმოჩენით იქნება სავსე.

"იქს ფაქტორის" მორიგი სეზონი "რუსთავი 2"-ის ეთერში 10 აპრილს დაიწყება. გადაცემის წამყვანები რუსკა მაყაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი არიან, რომლებიც მაყურებლის, მენტორების და კონკურსანტების გამხნევებაზე ყოველ ჩაწერაზე ზრუნავენ.

მხიარული წამყვანები ხან კულისებში მართავენ შოუს, ხანაც სცენაზე "შეუცვივდებიან" კონკურსანტებს და მოცეკვავეების ამპლუაში მოგვევლინებიან.

ერთ-ერთი ჩაწერის დროს ვანიკომ და რუსკამ სტეფანე და ლელა გააშარჟეს. წამყვანები სცენაზე უჩვეულო სამოსითა და თანმხლები "ვეზირებით" გამოვიდნენ - ამ ფორმაში მათ, მომღერლების ცნობილი დუეტი - "წვიმს" გააცოცხლეს.

მუსიკალურმა ნომერმა დარბაზი გაამხიარულა. სიმღერა "წვიმს" სტეფანემ და ლელამ მათი კარიერის დასაწყისში ჩაწერეს, კომპოზიციამ მომღერლებს დიდი წარმატება მოუტანა და დღესაც ბევრისთვის საყვარელ სიმღერად რჩება.

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება