საინტერესო ფაქტები "გრეის ანატომიას" შესახებ

საინტერესო ფაქტები "გრეის ანატომიას" შესახებ

მათთვის, ვინც "გრეის ანატომიას" უყურებს, ან ახლა აპირებს ჩაუჯდეს ყველაზე პოპულარულ სამედიცინო სერიალს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი გვაქვს:

  • "გრეის ანატომია" უკვე მეცამეტე სეზონს ითვლის. პირველად შოუ 2005 წლის 27 მარტს გავიდა ეთერში.
  • "გრეის ანატომია" სავარაუდოდ მეთოთხმეტე სეზონზეც განახლდება. ტელეკომპანია ABC-ის გართობის განყოფილების დირექტორმა განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს, მომავალში კიდევ არაერთი ეპიზოდი იხილოს.
  • 2007 წელს "გრეის ანატომიის" "სპინ ოფი" (სერიალის ან ფილმის დამატებითი ნაწილი, პარალელური ისტორიებით) გამოვიდა, სერიალის პერსონაჟის, ექიმ ედისონ მონტგომერის შესახებ გადაღებული სერიალი Private Practice.
  • ახალ სეზონზე სერიალს გამოაკლდება მსახიობი იერიკა ჰინტონი (ექიმი სტეფანი ედვარდსი)

ყველაზე მაღალრეიტინგული ამერიკული დრამა ამერიკელების საყვარელი სერიალია. შოუ 2005 წლიდან გადის ABC-ის ეთერში და უკვე 12 წელია არ ბეზრდება მაყურებელს. "გრეის ანატომია" ქართველი მაყურებლისთვისაც კარგად ნაცნობია და ბევრი ელოდება სერიალის მე-13 სეზონის დაწყებას, თანაც ქართულ ენაზე. ეს შესაძლებლობა სულ რამდენიმე დღეში მოგეცემათ: 3 აპრილიდან, ყოველ სამუშაო დღეს 13:00 და 14:00 #ჩაუჯექი "გრეის ანატომიას" GDS-ზე!

მომზადებულია closerweekly.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება