"იომაჰაა, იომასოოო" - გამოიცანით, რას მღერის "იქს ფაქტორის" კონკურსანტი

"იომაჰაა, იომასოოო" - გამოიცანით, რას მღერის "იქს ფაქტორის" კონკურსანტი

ეს ვიდეო უნდა ნახოთ და არც მეგობრებისთვის გაზიარება დაგავიწყდეთ!

დავით პაპავა საკუთარი "X ფაქტორის" წარმოსაჩენად, თბილისში ხონიდან ჩამოვიდა. ის ფილარმონიის სცენაზე ლეგენდარული ჯგუფის ცნობილი ჰიტით წარსდგა, თუმცა მუსიკა რომ არ ისმოდეს, მისი შესრულებიდან ძნელად თუ ამოიცნობთ, რას მღერის კონკურსანტი...

Modern Talking-ის ჰიტით დავით პაპავამ ჟიური ძალიან გაამხიარულა, თუმცა თავი ვერცერთს მოაწონა - ოთხივე მენტორმა მას სიმღერა შეაწყვეტინა.

- რატომ მოხვედით "იქს ფაქტორში"?

- ხმა მქონდა და ამიტომ მოვედი "იქს ფაქტორში", მაგრამ ინგლისური არ ვიცი და პროექტში სამ დღეში ნასწავლი სიმღერით მოვედი. მინდოდა რუსული სიმღერა მემღერა, ქართულ სიმღერაზეც პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ მითხრეს, მაინცდამაინც ინგლისური სიმღერა უნდა იმღეროო და სათანადოდ ვერ მოვემზადე.

- რატომ მოხვედით გულშემატკივრების გარეშე?

- ყველა სამსახურში იყო და არ ეცალა ხალხს, ამიტომ მოვედი გულშემატკივრების გარეშე.

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"მის მკერდის" კონკურსანტმა "X ფაქტორის" სცენაზე ცეცხლოვანი სანახაობა მოაწყო

ინტერნეტვარსკვლავი რეპერი გოგონა, რომელსაც "X ფაქტორის" ვარსკვლავობა სურს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება