ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს პირველი შვილი შეეძინათ

ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს პირველი შვილი შეეძინათ

სექსუალური რუსი მოდელი ირინა შეიკი დედა გახდა. 31 წლის შეიკმა 42 წლის მსახიობ ბრედლი კუპერისგან პირველი შვილი ორი კვირის წინ გააჩინა. ჯერჯერობით უცნობია, სუპერმოდელის და მსახიობის შვილი რა სქესისაა და რა დაარქვეს მშობლებმა მას. წყვილი ცდილობს ურთიერთობა ჟურნალისტების თვალს მაქსიმალურად მოარიდოს. როგორც ამბობენ, ბრედლი ფეხმძიმე შეიკის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა.

მათი რომანის შესახებ 2015 წლის მაისში გახდა ცნობილი, როდესაც წყვილი ნიუ იორკში გამოიჭირეს. მათ საკუთარ ურთიერთობაზე არსად უსაუბრიათ, არც სოცმედიაში გაუზიარებიათ ფოტოები და არც საჯაროდ გაუკეთებიათ კომენტარები.

მომზადებულია hollywoodlife.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება