"ჩემთვის ფული კეთილდღეობასთან და ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება" - ვინ ეხმარება ვიქტორია კოჩაროვას ფინანსური კრიზისის დროს

"ჩემთვის ფული კეთილდღეობასთან და ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება" - ვინ ეხმარება ვიქტორია კოჩაროვას ფინანსური კრიზისის დროს

"ვარ შრომისმოყვარე, ოპტიმისტი. მსურს გავხდე დიპლომატი და მთელ მსოფლიოში ადამიანებს ურთიერთობის მოგვარებაში დავეხმარო", - ამბობს "მის საქართველო 2016", ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც თავს მატერიალურად დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს და წუხს, რომ ფულის ყაირათიანი ხარჯვა არ შეუძლია.

- ჩემთვის ფული კეთილდღეობასთან და ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ფული ყველაფერი არ არის და კეთილდღეობაც მარტო სიმდიდრეში ცხოვრებას არ ნიშნავს. ფულს მოაქვს კომფორტი, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მოგვიტანს ბედნიერებას.

- რა ასაკიდან გახდი მატერიალურად დამოუკიდებელი?

- 18 წლიდან, როდესაც სამოდელო სააგენტოში მივედი და მოდელობა დავიწყე. სასიამოვნოა საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის გემო. ვთვლი, რომ საკუთარი ფული და ფინანსური სტაბილურობა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ შეგიძლია?

- ჯერჯერობით, არ გამომდის. ძალიან მიყვარს შოპინგი. ეს ჩემი სუსტი წერტილია და შემიძლია, მთელი ხელფასი სავაჭრო ცენტრში დავტოვო. შოპინგის დროს სურვილების გაკონტროლება მიჭირს და შესაბამისად, ფულსაც ვეღარ ვაკონტროლებ.

- ბავშვობაში ყულაბა თუ გქონდა?

- დიახ, ბავშვობაში ყულაბა მქონდა, მაგრამ დიდი თანხა არასდროს შემიგროვებია. მის ავსებაში ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ. მახსოვს, ყულაბაში მე და ჩემს ტყუპისცალს თანაბარი რაოდენობის ფულს გვიყრიდნენ, რომ არ გვეჩხუბა. მერე ამ ფულით სათამაშოებსა და ტკბილე­ულს ვყიდულობდით. ყულაბის გატეხის პროცესი ძალიან მომწონდა.

- გქონია ფინანსური კრიზისი? ასეთ დროს დახმარებას ვის სთხოვ ხოლმე? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება