ვიკა კალანდიას რეჟისორისთვის მიცემული პირობა და სცენები საწოლში

ვიკა კალანდიას რეჟისორისთვის მიცემული პირობა და სცენები საწოლში

გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. მას გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია, მხდალ და სუსტ მამაკაცებს არ სწყა­ლობს. მარტივად უყვარდება, მაგრამ ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა. ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა. იმდენად ფლობს ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ვიკა კალანდიას ზოდიაქოს ნიშანია. ვიკას შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეებია. ერთ ფილმში უკვე გადაიღეს და იმავე რეჟისორისგან მეორე შეთავაზებაც მიიღო, გადაღებები ნიუ-იორკსა და კვიპროსშია დაგეგმილი.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, საშიში, სასტიკი - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- რომელ სისასტიკეზეა ლაპარაკი, როცა წყენაც ადვილად მავიწყდება.

- არადა, ასტროლოგები ამბობენ, რომ მორიელი წყენას და გაწეულ სიკეთეს არასდროს ივიწყებს.

- როგორც ჩანს, ჯერ ჩემთვის ასე არავის უწყენინებია. სიკეთე, რა თქმა უნდა, სულ მახსოვს და მადლიერებას ყოველთვის გამოვხატავ.

- "ჰიპნოზირების უნარი აქვს. ხალხი მის მზერას თვალს არიდებს".

- ჩემთვის ეს ჯერ არავის უთქვამს. ყველა აღნიშნავს, რომ პოზიტიური, მხიარული, ლაღი ვარ. თავად ძალიან მიყვარს, როცა დიალოგის დროს ადამიანს თვალებში ვუყურებ.

- "იმდენად ფლობს ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- რომ ვკვდებოდე, ამ დროსაც კი შემიძლია, გარშემო მყოფებს თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს ყველაზე კარგად ვარ, ეს ნამდვილად შემიძლია.

- სიხარულის დაფარვაც ასეთივე წარმატებით შეგიძლია?

- ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, ეს არ დამჭირვებია.

- "მას მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს, მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- მტრები მყავს? იმედია, იმდენივე მტერი არ მყავს, რამდენი მოყვარეც. თეატრალურ წრეში ხშირია ინტრიგები, ფეხის დადებები... მე ამ ყველაფრისგან შორს ვარ. შურის მომენტი შეიძლება, კიდევ უფრო გასაგები იყოს, როლი ყველა მსახიობს უნდა. მე მყავს რამდენიმე ისეთი მეგობარი (მათ შორის ერთ-ერთი ანა გიუნტერია), ჩემი წარმატება იმავენაირად რომ უხარიათ, როგორც მე და შეიძლება, უფრო მეტადაც კი.

- "მორიელი არათუ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ვერავინ ნახა, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე გამოცადოს". წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება