3 ლეგენდარული არტისტი თბილისში!

3 ლეგენდარული არტისტი თბილისში!

21 აპრილს, იპოდრომზე “KVARTALI-ი“ ლეგენდარულ არტისტებს უმასპინძლებს. ღონისძიება დაიწყება 22:00 საათზე.

KVARTALI-ს“ მიერ წარმოდგენილი პირველი მუსიკოსი იქნება ფრანგი არტისტი Rodriguez Jr, რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში განსხვავებული ხედვებით გამოირჩევა და ღიად აცხადებს, რომ მისი შემოქმედება ტექნო მუსიკის დაფარვის არეალის გაზრდას ემსახურება. Rodriguez Jr "mobilee records"-ს ახალი თაობის ვარსკვლავებს შორის დგას და მსმენელისთვის ცნობილია ისეთი სინგლებით, როგორიცაა Mistral (Remixes) Chrysalism Persistence Of Vision და სხვა.

◢Soundcloud: https://soundcloud.com/rodriguezjr

◢Resident Advisor: https://www.residentadvisor.net/dj/rodriguezjr

მეორე არტისტი, რომელიც 21 აპრილს იპოდრომზე თქვენთვის დაუკრავს, გახლავთ Matador-ი, ირლანდიელი მუსიკოსი, რომელიც განთქმულია თავისი რემიქსებით და რომელმაც მსოფლიო დონის პოპულარობა ტექნო არტისტის კარიერის დაწყებიდან 3 წელიწადში მოიპოვა. Matador-ი ცნობილია ისეთი კომპოზიციებითაც, როგორიცაა Domino, Velvet Revolver, The Vicar და სხვა.

◢Soundcloud: https://soundcloud.com/matador_official

◢Resident Advisor: https://www.residentadvisor.net/dj/matador

მესამე მუსიკოსი Paco Osuna-ა. 2006 წელს მან ჩამოაყალიბა თავისი მუსიკალური პლატფორმა "mindshake". 2006 წელსვე დააარსა ბარსელონაში club4, რომელიც ცნობილი გახდა დიზაინით და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებით. საკუთარი სტუდიური შემოქმედებით Paco ნელ-ნელა განვითარდა და დროთა განმავლობაში მან შეიმუშავა საკუთარი მუსიკალური მარკა. მისი ტექნო საუნდი მოიცავს ღრმა, ბნელ და წარმოსახვით ბგერებს. 2014 წელს მან გამოუშვა ალბომი "Minus", რომელშიც შეხვდებით მისთვის დამახასიათებელ განუმეორებელი სტილის მუსიკას. ასევე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო ესპანეთში: საუკეთესო არტისტი, საუკეთესო ტექნო DJ და წლის საუკეთესო DJ.

◢Soundcloud: https://soundcloud.com/paco-osuna

◢Resident Advisor: https://www.residentadvisor.net/dj/pacoosuna

მსოფლიოში სახელგანთქმული არტისტების გამოსვლამდე მსემენელის წინაშე წარსდგება ქართველი DJ გიო შენგელია.

ონლაინ ბილეთები: https://eventer.ge/event/KVARTALI-342-eng

ღონისძიება: KVARTALI Presents: Rodriguez Jr / Matador / Paco Osuna

+18

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება