ვისზეა დაქორწინებული "X ფაქტორის" სიმპატიური კონკურსანტი, რომელმაც გოგონების გულები ერთი ნახვით დაიპყრო

ვისზეა დაქორწინებული "X ფაქტორის" სიმპატიური კონკურსანტი, რომელმაც გოგონების გულები ერთი ნახვით დაიპყრო

25 წლის მერაბ ამზოევის გამოჩენას "იქს ფაქტორის" სცენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა და სიმპატიური მამაკაცის ქარიზმამ დარბაზში მსხდომი ქალების და გოგონების გულები ერთბაშად დაიპყრო. კონკურსანტის გარეგნობამ არც ჟიურის წევრი ქალბატონები - სოფო ნიჟარაძე და ლელა წურწუმია დატოვა გულგრილი. თუმცა, გოგონებს მალევე გაუცრუვდათ იმედები - სიმპატიური კონკურსანტი დაქორწინებული აღმოჩნდა. მერაბ ამზოევის ულამაზესი მეუღლე - სოფია ქავთარაძეა.

მერაბმა სიმღერისა და ოჯახის შესახებ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა: "სამი წლის წინ დავიწყე სიმღერა, დეპრესიული პერიოდი მქონდა, ამიტომ დავიწყე ჯერ გიტარაზე დაკვრა, შემდეგ კი სიმღერა"

- რატომ გქონდათ რთული პერიოდი?

- რთული ბავშვი ვიყავი, იმას ვაკეთებდი რაც არ უნდა გამეკეთებინა. არ ვიცოდი როგორ მეცხოვრა, რა მიზანი მეპოვა. ყველაფერს ღრმად ვუყურებდი და ამიტომ არ ვიცოდი არაფერი. უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით და ჩემი ცხოვრებით, მაგრამ საბოლოოდ გადავლახე ყველაფერი. ამაში კი მუსიკა დამეხმარა, ახლა ყველაფერს ვაკონტროლებ, ეს გამოცდილებამ მოიტანა. იმ რთულ პერიოდში ბევრი ადამიანი მედგა გვერდით, მაგრამ არ ესმოდათ ჩემი.

- შენმა გარეგნობამ ჟიურში და დარბაზში მყოფი ქალბატონები გულგრილი არ დატოვა, მაგრამ დაქორწინებული აღმოჩნდი. მოგვიყევი შენს მეუღლეზე?

- ორი წელია მე და ჩემს მეუღლეს ოჯახი გვაქვს, მანამდე შეყვარებულები ვიყავით, 6 წელია ერთად ვართ.

ის ჩემი ყველაფერია. მან ყველაფერი შეცვალა, მიზანდასახული, ერთგული და მზრუნველი კაცი გამხადა.

როგორ განვითარდება მოვლენები "X ფაქტორის" სცენაზე და სცენის მიღმა - ადევნეთ თვალყური AMBEBI.GE-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება