"იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ რეკორდი მოხსნა

"იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ რეკორდი მოხსნა

"რუსთავი 2"-ის ეთერში 10 აპრილს მუსიკალური მეგაშოუ "იქს ფაქტორი" დაიწყო. შოუს მეოთხე სეზონი საზოგადოებაში უკვე დიდი განხილვის საგანია.

პირველივე შოუზე ჟიურის წევრებმა და ტელემაყურებლებმა უამრავი საინტერესო მუსიკოსი აღმოაჩინეს. მაყურებლის ინტერესიც შესაბამისია - ამ სეზონის ყველაზე მაღალი, სატელევიზიო რეიტინგი "იქს ფაქტორის" პირველმა გადაცემამ დააფიქსირა. გადაცემის პირველი ეპიზოდის რეიტინგი 27% დაფიქსირდა. AMBEBI.GE პროექტის პროდუსერს გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა:

- ყოველთვის ვცდილობთ სიახლე შევთავაზოთ მაყურებელს, გაერთოს და ერთად აღმოვაჩინოთ ახალი კონკურსანტები. ამის მაგალითი იყო გუშინდელი გადაცემა, გამოჩნდა ის კარგი ნაკადი, რომელიც პროექტში მოვიდა. რეიტინგი რაც დაიწერა 27% თბილისში და 26% მთელ საქართველოში, ეს რეკორდია "იქს ფაქტორისთვის", ასეთი მაღალი რეიტინგით არასდროს დაწყებულა. მადლობელი ვართ, რომ მაყურებელმა აიტაცა ეს სეზონი.

- რა განაპირობებს ასეთ ინტერესს პროექტის მიმართ?

- გამოცდილი გუნდი მუშაობს, ვაკვირდებით რამ გაამართლა და რამ არა. ვერგებით ზუსტად იმას, რაც გაამართლებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყოველ ჯერზე ახალი კონკურსანტები ჩნდებიან, მარტო ამიტომაც ღირს მსგავსი პროექტების გაკეთება. ორშაბათი მძიმე დღეა, ხალხი როცა დაღლილი ბრუნდება სახლში, უნდა გაერთოს, თან აღმოაჩენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ემოციაც არის და ამიტომაც ჰყავს ამდენი მაყურებელი.

ასევე ნახეთ:

"მის მკერდის" კონკურსანტმა "X ფაქტორის" სცენაზე ცეცხლოვანი სანახაობა მოაწყო

ვისზეა დაქორწინებული "X ფაქტორის" სიმპატიური კონკურსანტი, რომელმაც გოგონების გულები ერთი ნახვით დაიპყრო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება