"მძევლები" საქართველოს კინოთეატრებში - როდიდან შეძლებს მაყურებელი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ფილმის ნახვას

"მძევლები" საქართველოს კინოთეატრებში - როდიდან შეძლებს მაყურებელი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ფილმის ნახვას

ევროპული წარმატების შემდეგ, რეზო გიგინეიშვილის ფილმის "მძევლების" ჩვენება თბილისშიც შედგა. კინოსურათი პირველ ეტაპზე მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ფილმის იდეაზე მუშაობა რეზო გიგინეიშვილმა 8 წლის წინ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდა დრამატურგი ლაშა ბუღაძეც და ასე შეიქმნა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფილმი "მძევლები".

ლაშა ბუღაძე (სცენარისტი): სცენარზე მუშაობა სამი წლის წინ დავიწყე. საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მასალებზე, გვქონდა შეხვედრები ამ ისტორიული მოვლენების მონაწილეებთან, შემდეგ ვცადეთ მოსმენილის და წაკითხულის დავიწყება და მუშაობა დავიწყეთ მხატვრულ ფილმზე. ამიტომ ვცადეთ აგვეღწერა ახალგაზრდების და მათი მშობლების ფისოქოლოგიური მდგომარეობა. ეს არის პირველი ანტისაბჭოური ფილმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მძევლების სცენარი 1983 წელს მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. სცენარის ისტორიული კონტექსტი საბჭოთა კავშირის ორ პერიოდს მოიცავს. 1983 წელს, როცა ქვეყანას კომუნისტური პარტია მართავდა და 1990 წელს, როცა საბჭოთა ეპოქაში გარდაქმნა არის დაწყებული. სწორედ ამ ვითარებაში უჩნდებათ ახალგაზრდებს სურვილი გაიქცნენ დასავლეთიდან, თუმცა რა გააკეთეს, ამას რეალურად მხოლოდ თვითმფრინავში ხვდებიან. კინოფილმი ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს პირველი ერთობლივი პროექტია, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ეროვნული კინოცენტრი აფინანსებს.

თამარ ტატიშვილი (პროდიუსერი): მძევლები დიდი მასშტაბის მქონე ფილმია, რთული საწარმოო პროცესი გვქონდა. თუ აქამდე ქართული ფილმები 90-იანი წლების პრობლემატიკაზე საუბრობს, ეს გავძლევს საშუალებას ვნახოთ რა უძღოდა ამ პროცესებს წინ. ფილმში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ დასაქმებული და შევეცადეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სამწუხარო ფურცელი გაგვეცნო მსოფლიოსთვის.

ფილმისთვის 1400 კოსტიუმი შეიქმნა, კინოფილმზე მუშაობის დროს, რეჟისორი, პროდუსერი და მსახიობები ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ოჯახის წევრებს ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ დაკითხვის ოქმებს, ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, როგორც ის ახალგაზრდები ცხოვრობდნენ, ვისაც სურდა გაერღვია ჩაკეტილი სივრცე და თავისუფლება ამერიკაში ეპოვა.

თინა დალაქიშვილი (მსახიობი): როცა შენი ქვეყნის გარემოსთვის ახლო ისტორიაზე მუშაობ რთულია, მითუმეტეს, რომ ეს იყო ტრაგედია. რეზოს დამსახურება არის ის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანეთ. სხვადასხვა დროში დავიბადეთ ჩვენ და რეალური გმირები, მაგრამ რეზომ დიდი ენერგია ჩადო ამაში და გამოგვივიდა.

გიორგი ტაბიძე (მსახიობი): მამაჩემის განსახიერება მომიწია ამ ფილმში, სამი წლის ვიყავი როცა ის წავიდა თვითმფრინავის გასატაცებლად. არც მიცდია მიმებაძა მისთვის, უბრალოდ ვეცადე ჩემი ხასიათით  გადმომეტანა ეკრანზე ის, რაც ნახეთ.

მსახიობ ავთო მახარაძეს მაყურებელი "მონანიებიდან" იცნობს, სადაც ის ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ერთ-ერთ გმირთან, გეგა კობახიძესთან ერთად თამაშობდა. "იმ პერიოდში როცა თვითმფრინავი გაიტაცეს, მე და გეგა ერთად ვმუშაობდით ფილმზე. შესაძლოა მეც ვყოფილიყავი იმ თვითმფრინავში. ბათუმში მივდიოდი იმ დღეს გადაღებებზე, მაგრამ დამირეკეს არ ჩამოხვიდეო. იმ თვითმფრინავში თუ მოხვდებოდი ალბათ ვერაფერს შევცვლიდი, მაგრამ ეს მოულოდნელობა იქნებოდა გეგასთვის და სხვა ახალგაზრდებისთვისაც".

ფილმის თბილისური პრემიერა 20 აპრილს გაიმართება.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს