მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მსახიობი სცენაზეა დასვენებული, მონიტორზე კი გივი ბერიკაშვილის მიერ შესრულებული როლების ამსახველ კადრებს უჩვენებენ. ამასთან, თეატრის ფოიეში მსახიობის ფოტოებია გამოფენილი.

გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება