ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი

ანა მარგველაშვილი სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა, როგორია პრეზიდენტის ქალიშვილის ჩაცმის სტილი

თავისუფალი სულისკვეთების ადამიანია და სწორედ ეს მომწონს ანა მარგველაშვილში.

სტერეოტიპებსა და ჩარჩოებს მიღმა წარმომიდგენია პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც ხშირად ხვდება საზოგადოების ინტერესის ცენტრში, თუმცა არასდროს ცდილობს, მათი უმრავლესობის შეხედულებები დააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს საზოგადოებრივ ასპარეზზე გაცილებით აქტიურია, სასაუბრო თემად მაინც სტილი ავირჩიეთ. არ მიკვირს, რომ უსმენს ჰიპ-ჰოპსა და რეპს, ხოლო სტილი, რომელიც მის სულისკვეთებას გამოხატავს – სპორტულია.

- ანა, როგორ იწყება თქვენთვის საქმიანი დღე?

- დილით ადრე ვდგები. ჯერ ბავშვს ვაჭმევ და მხოლოდ მას შემდეგ ვსაუზმობ. არც ჩვენი ძაღლისთვის მავიწყდება საჭმლის მომზადება. ამასობაში ბავშვის ძიძა მოდის და შემიძლია სამსახურში წავიდე. მანამდე კი ძაღლს ვასეირნებ.

ჩაცმის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. ჩემთვის ყველაზე კომფორტული სამოსი ჯინსი და თავისუფალი ზედაა. მაგრამ ხშირად საქმიანი შეხვედრები გვაქვს და ვცდილობ შესაბამისი კოსტიუმი შევარჩიო. მაგალითად, კლასიკური სტილის შარვალი და პერანგი. ხშირად მამასთან ერთად მიწევს შეხვედრებზე სიარული და ასეთ დროსაც ეტიკეტს ვიცავ. საერთოდ სხვადასხვა სტილის სამოსში შემიძლია თავი კომფორტულად ვიგრძნო. პრობლემას არ წარმოადგენს კლასიკური სტილის სამოსიც.

წაიკითხეთ გაგრძელება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს