"აი, მამიკოც" - ქეთა თოფურია ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ფოტოებს პირველად ავრცელებს

"აი, მამიკოც" - ქეთა თოფურია ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ფოტოებს პირველად ავრცელებს

იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები კარგა ხანს არ გამოჩენილა.

ახლახანს კი ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად არიან. ფოტოებზე ლევ გეიხმანის მამაც არის ასახული (იხილეთ ვიდეო)

"აი, მამიკოც" - ვკითხულობთ ერთ-ერთი ვიდეოს წარწერაში, რომელზეც პატარა ოლივია დედ-მამასთან ერთადაა. ოჯახი წვეულებაზეა გადაღებული, თუმცა უცნობია, რას აღნიშნავენ ისინი. ერთობლივ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოყვა. კომენტარების ავტორები ოჯახს კვლავ ერთად ყოფნას ულოცავენ:

"რა სასიამოვნოა თქვენი ერთად დანახვა. ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს ოჯახს!"; "მიხარია რომ კვლავ ერთად ხართ"; "მამიკო და დედიკო!... ოლივია გაერთიანებთ და ეს ანგელოზი არაჩვეულებრივია", - წერენ კომენტარების ავტორები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება