გიგი გაჩეჩილაძე: "ბევრი "სამყარო" ვნახე, მაგრამ ეს არჩევანი გავაკეთე"

გიგი გაჩეჩილაძე: "ბევრი "სამყარო" ვნახე, მაგრამ ეს არჩევანი გავაკეთე"

ახლახან გიგი გაჩეჩილაძე და ანანო ჯოხაძე იანვარში მშობლები გახდნენ. პატარა მაქსიმეს დაბადებამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ახალბედა მშობლები ბედნიერებისგან "მეცხრე ცაზე" არიან.

- რა არის შენთვის ბედნიერება?

- ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ხომ იცით, ახლახან პატარა შეგვეძინა და მთელი ჩემი ემოციები მას მიაქვს, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ბედნიერება ჩემთვის ჩემი ოჯახი და შვილია.

- ბედნიერი ადამიანი ჩუმად უნდა იყოსო, - ამბობენ. ეთანხმები ამ აზრს?

- ცხოვრებაში არის მომენტები, როცა მართლა ჩუმად უნდა იყო. თუმცა, ყოველთვის ასე ვერ იქნები: სულ ჩუმად ყოფნით არა მგონია, ბოლომდე შეინარჩუნო ის ბედნიერება, რაც გაქვს. ამით შეიძლება საკუთარ თავს უბედურებაც კი მოუტანო.

- ოდესმე წარუმატებლობა გიგემია? როგორი გემო აქვს მას?

- ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი წარუმატებლობა ყოფილა. წარუმატებლობა ძალიან ცუდი შეგრძნებაა და ამას ბავშვობიდან შეჩვეული ვარ: როცა კონკურსებზე გამოვდიოდი, ხან ვიგებდი, ხან - ვაგებდი. წარუმატებლობის გამო ხელი არასდროს ჩამიქნევია. მარცხი ბევრ რამეს გასწავლის.

- მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხშირად ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს... როგორ ფიქრობ, ასე რატომ ვიქცევით?

- დიახ, ცხოვრება მართლაც ძალიან ხანმოკლეა და რაც უფრო გემატება ასაკი, ამას მით უფრო მეტად გრძნობ. პირადად მე, ვცდილობ, რაც არ მომწონს, არ გავაკეთო. თუმცა, ხანდახან იმის კეთებაც მიწევს, რაც არ მინდა - ისევ და ისევ იმისთვის, რომ რაც გულით მინდა, მქონდეს...

- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

- ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. რომ არ გამომევლო ის, რაც გამოვიარე, დღეს სხვანაირი ვიქნებოდი. რომც მქონდეს შანსი, რაიმეს შეცვლის, მართლა არაფერს შევცვლიდი... აი, რომ შემეძლოს, სიგარეტის მოწევას დავანებებდი თავს.

- მბრძანებლობა, მოუთმენლობა, სიზარმაცე, კრიტიკა - ჩამოთვლილთაგან, რა გახასიათებს?

- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება მაქვს, მაგრამ ამავდროულად, სამართლიანი ვარ!

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ალბათ, მხოლოდ ის სამსახური, რასაც დღეს ვაკეთებ. ცეკვა ჩემთვის სულ სხვა სამყაროა. ბევრი "სამყარო" ვნახე, მაგრამ ეს არჩევანი გავაკეთე იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მომწონდა...

- ყოველთვის გჯერა საკუთარი თავის? უსმენ ხოლმე გულის კარნახს?

- ჰოროსკოპით სასწორი ვარ და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს დიდხანს ვფიქრობ, ვწონი. ყოველთვის ვცდილობ, სხვასაც ვკითხო აზრი. ირგვლივ უამრავი სანდო ადამიანი მყავს. ხშირად მაქვს განცდა, რომ დამოუკიდებლად სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება