გაიცანით სანდრო ფარცვანია, რომლის ნამღერმა "X ფაქტორში" გიორგი გაბუნია და სტეფანე ერთმანეთს "ჩაახუტა"

გაიცანით სანდრო ფარცვანია, რომლის ნამღერმა "X ფაქტორში" გიორგი გაბუნია და სტეფანე ერთმანეთს "ჩაახუტა"

13 წლის სანდრო ფარცვანიამ გუშინ მთელი საქართველო მოხიბლა. პატარა მომღერალმა ამჯერად ფილარმონიის სცენის დაპყრობა სცადა და გამოუვიდა კიდეც. ის "იქს ფაქტორში" ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოხვდა. სანდრო ფარცვანია რამდენიმე წლის წინ "ვოისში" იღებდა მონაწილეობას, ის ეკა კახიანის გუნდის წევრი გახლდათ, თუმცა ფინალში მის ნაცვლად ლიზა ყენია მოხვდა. მის მიერ ბრმა კასტინგზე შესრულებული "ჩიორა-ჩიტო" დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სანდროს ამჯერად "იქს ფაქტორში" გამარჯვების იმედი აქვს.

- წლების წინ "ახალ ხმაში" ვიღებდი მონაწილეობას, პოპულარულიც გავხდი, მაგრამ ჩემთვის პოპულარობა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია წინ და წინ ვიარო და წარმატებას მივაღწიო.

- შენს გამოჩენას ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა, ელოდი ამას?

- იმედი რომ არ მქონოდა, არც მოვიდოდი პროექტში, მაგრამ ასეთ აღფრთოვანებასაც არ ველოდი. მე დარწმუნებული მივდივარ გამარჯვებისკენ და ვნახოთ რა იქნება.

- ვინ არის შენი გულშემატკივარი?

- როგორც ნახეთ, კასტინგზე ჩემი გულშემატკივრები დედა და ჩემი და იყვნენ. სხვა გულშემატკივრები სამწუხაროდ არ მყავდა. მათ გარდა, ჩემი დიდი გულშემატკივარი არის ჩემი დეიდაშვილი და მე ვეცდები წარმატება მოვიპოვო.

- შენი სიმღერის დროს ერთმანეთთან დაპირისპირებული სტეფანე და გიორგი გაბუნია ერთმანეთს გადაეხვიენ, ელოდი, რომ შენი ნამღერით მათ წყენა დაავიწყდებოდათ?

- ჩემმა ნამღერმა მათ წყენა დაავიწყა და ერთმანეთს გადაეხვივნენ კიდეც. ეს ჩემთვის ამაღელვებელი იყო. ჟიურის თითოეულ წევრს უდიდეს პატივს ვცემ, სულ ერთია, რომლის გუნდში მოვხვდები. მე იმედი მაქვს გამარჯვების და თავს არ დავზოგავ ამისთვის.

- შენ მონაწილეობდი "ახალ ხმაში", სადაც ფინალში ვერ მოხვდი, როგორ ფიქრობ, ლიზა ყენიას გამო დაგჩაგრა ეკა კახიანმა?

- მე ვმონაწილეობდი "ახალ ხმაში", მაგრამ ვერ მოვხვდი ფინალში, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

- სიმღერის გარდა, რით ხარ გატაცებული?

- ვსწავლობ, მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი. ხშირად ჩავდივარ სამეგრელოში, სადაც ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობს. ძალიან მიყვარს სამეგრელო, მეამაყება და ამიტომ გავდივარ პროექტში სამეგრელოს სახელით.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება