თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი

ხვალ, 20 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 18:30 საათზე გაიხსნება თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალი. წლევანდელ ფესტივალში ქართული და უცხოეთიდან მოწვეული 19 საგუნდო კოლექტივი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 27 აპრილამდე გაგრძელდება. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის. ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია დიდი წარმატებით ტარდება, მან ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და ბავშვთა გუნდები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან: ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ მოლდოვადან და ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი.

„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე – ქალბატონ მაია ჩაჩავას ინიციატივით დაარსდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე. თბილისის მერიის დაფინანსებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ფესტივალი ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნოკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

„თბილისის საგუნდო მუსიკის VII საერთაშორისო ფესტივალის“ საზეიმო დახურვა გაიმართება 2017 წლის 27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – ოთარ თაქთაქიშვილის ორატორია „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ სოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისათვის.

ფესტივალში მონაწილე გუნდები:

1. ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ /მოლდოვა/ – ხელმძღვანელი ნატალია ბარაბანშიკოვა

2. ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი – ხელმძღვანელი ოლგა ტუნგალი

3. გორის ქალთა კამერული გუნდი – ხელმძღვნელი თეონა ცირამუა

4. თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო საპატრიარქო გუნდი – დირიჟორები სვიმონ ჯანგულაშვილი, ზვიად ბოლქვაძე

5. აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა – მთავარი დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე

6. ბათუმის ქალთა კამერული გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია, დირიჟორი გელა ვადაჭკორია

7. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელა – ქორმაისტერი ლელა დოლიძე

8. რუსთავის კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა გულაღაშვილი

9. თელავის ქალთა გუნდი „კახეთის ჰანგები“ – ქორმაისტერი პავლე დემურიშვილი

10. თბილისის გოგონათა გუნდი – ხელმძღვანელი ომარ ბურდული

11. სახელმწიფო საგუნდო კაპელა – ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე

12. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი – ხელმძღვანელები - ლია ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი

13. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი – ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე

14. გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი – ხელმძღვანელი ნინო წიკლაური

15. ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“ – ხელმძღვანელი თამარ ბუაძე

16. თბილისის გუნდი „ბაროკო“ – ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი

17. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი – დირიჟორი ირინე ლომინაძე

18. ანსამბლი „რენესანსი“ – ხელმძღვანელი მზია მანჯავიძე

19. ვაჟთა გუნდი „მძლევარი“ – ხელმძღვანელი კახა ონაშვილი

ფესტივალის პროგრამა:

20 აპრილი, 18:30, ფესტივალის გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

• რუსთავის კამერული გუნდი

• თბილისის გუნდი „ბაროკო“

• თელავის ქალთა კამერული გუნდი „კახეთის ჰანგები“

• თბილისის გოგონათა გუნდი

• ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“

23 აპრილი, 18:00

თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია /აბესაძის ქ. N6/

• ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი

25 აპრილი, 18:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი

• ახალგაზრდული კამერული გუნდი „რაფსოდია“ /მოლდავეთი/

• ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის რუსული გუნდი

• თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი

• თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიტის გუნდი

• თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი

• აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა

• ანსამბლი „რენესანსი“

26 აპრილი, 19:00

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

• ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი

• ბათუმის ქალთა კამერული გუნდი –

• ვაჟთა გუნდი „მძლევარი“

• გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი

• გორის ქალთა კამერული გუნდი

27აპრილი, 19:00

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ფესტივალის საზეიმო დახურვა

• ფესტივალში მონაწილე გუნდები

ოთარ თაქთაქიშვილი

ორატორია „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ სოლისტების, შერეული გუნდის, ვაჟთა ოქტეტისა და ორკესტრისთვის

მონაწილეობენ:

• ბათუმის მუსიკალური ცენტრი სახელმწიფო კაპელა – ქორმაისტერი ლელა დოლიძე

• სახელმწიფო საგუნდო კაპელა – მთავარი დირიჟორი არჩილ უშვერიძე

• ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება