კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
15:55 / 20-04-2017
წიგნებისა და ყვავილების ”კატალონიურად” ჩუქების დღე საქართველოში
ბედნიერება, რომელიც დეტალებშია. ბედნიერება, რომელიც სურნელოვან ყვავილებშია. ბედნიერება, რომელიც წიგნებშია და მთავარი ბედნიერება, რომელიც ამ ყველაფრის გაზიარებაშია.

დღე, რომელიც ყველა აღნიშნულ ემოციას აერთიანებს, კატალონიაში იღებს სათავეს. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის თანახმად, 23 აპრილს ერის მფარველი წმინდანის წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას კი ეს ფაქტი ძალიან მოეწონა და 1923 წლის 23 აპრილს წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ყვავილებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. 1616 წლის 23 აპრილი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეა და გილდიამ ინიციატივა სწორედ ამ მიზეზით დაასაბუთა.

1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ადგილობრივი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა.

1923 წლის შემდეგ ყოველწლიურად 23 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
აღნიშნულ ტრადიციას საქართველოც უერთდება. უკვე რამდენიმე წელიწადია 23 აპრილს „ბიბლუსიც“ ირთვება ყვავილებით, აქაც იგრძნობა წიგნის და ყვავილების საერთო საზეიმო განწყობა.

წელსაც, ამ დღეს, წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი”, ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ ”კარმენთან” პარტნიორობით უამრავ სიურპრიზს პირდება წიგნის მოყვარულებს. ზოგადად, ”კარმენი” საზოგადოებას ენის შემსწავლელი კურსების პარალელურად, სთავაზობს ბევრ კულტურულ ღონისძიებას, რომლებიც ესპანური ტრადიციებისა და კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას ემსახურება.

”23 აპრილს ბარსელონაში ნამდვილი ზეიმია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დღესასწაული ბიბლუსშიც გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ის წიგნის მეტ პოპულარიზაციას ისევე, როგორც გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. ამ დღის მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ ყველაფერი სახალისო ფორმით ტარდება. მოსული სტუმრები ფასდაკლებულ წიგნებსაც აღმოაჩენენ. ჩვენი და ”ბიბლუსის” მოლოდნით, 23 აპრილი უნდა იყოს ძალიან მხიარული და დადებითი დღე, ისეთი, როგორიც წიგნის დღეს შეეფერება,” - აღნიშნავს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ ”კარმენის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია იმერლიშვილი.

“23 აპრილი წიგნის დღესასწაულია და შესაბამისად ბიბლუსის დღესასწაულიცაა. წელს ,,ბიბლუსი გალერეა“ სტუმრებს პირდება ესპანურ ფიესტას: ესპანური პოეზია, ცეცხლოვანი ფლამენკო და ვოკალი, განწყობისათვის კი ცოტაოდენი სანგრია. ყველაფერი იმისათვის, რომ წიგნის დღე "კატალონიურად’’ გავატაროთ. ეს დღე ხომ სწორედ ამ ადგილიდან იღებს სათავეს", – აღნიშნავს ბიბლუსის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ წამალაშვილი.

წიგნების მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსი” განსაკუთრებით ეცდება, რომ ამ დღეს წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, შესაბამისად 23 აპრილს ნებისმიერ მომხმარებელს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ელოდება 30%-იან ფასდაკლება ტოპ 100 წიგნზე.

”ბიბლუსის” წიგნის დღესთან დაკავშირებული ღონიძიებებები მხოლოდ ფასდაკლებით არ შემოიფარგლება. 13:00 საათიდან ”ბიბლუსი გალერეაში” BOUQUET-ის ყვავილების გვირგვინების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

15:00 საათზე მოხდება ანიმაციური ფილმის DONKEY XOTE-ს ჩვენება. ეს არის
მულტფილმი მიგელ დე სერვანტესის ცნობილი დონ კიხოტის თავგადასავალზე, რომელიც მოყოლილია მისი და სანჩო პანსას ცხენის და ვირის სახისგან.

18:00 საათზე კი, ასევე, ”ბიბლუსი გალერეაში” მოეწყობა ესპანური პოეზიის და მუსიკის საღამო ფლამენკოს ელემენტებით. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან
ნინო ჭინჭარაული, ხერარდო მარტინესი და მარიო რიანო.



ამ დღეს უკვე განსაკუთრებულად ელოდება ქართული საზოგადოებაც. გამოხმაურება უკვე საკმაოდ დიდია. ”ძალიან ლამაზი დღეა კატალონიაში. ყველგან წიგნები და ყვავილები იყიდება. ბიჭები გოგოებს ვარდებს ჩუქნიან, ბიჭებს კი - წიგნებს. მთელი ქალაქი დახლებით არის სავსე. მოკლედ, მართლა მაგარი დღეა. კარგი იქნება. ჩვენთანაც თუ დაინერგება ეს ყველაფერი,” - წიგნების ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:05 / 17-10-2017  Image მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა
მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა
15:06 / 17-10-2017  Image "რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
"რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო"
15:05 / 17-10-2017  Image ზემო ლარსზე დააკავეს ქალი, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქმრებს სირიაში გზავნიდა - ФСБ
"პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია"
11:50 / 17-10-2017  Image სილქნეტის სპეციალური შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის!
ახალი მომხმარებლები ორი თვის განმავლობაში უფასო სერვისებით ისარგებლებენ
16:47 / 17-10-2017  Image "სპარში" შეძენილ შოკოლადში მატლები აღმოჩნდა - Momxmarebeli.ge
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე
პოპულარული კომენტარები
მე მაინტერესებს, რატომ იყო ქ-ნი ლიკა მარტო? რატომ დატოვა თუ მიატოვა ერთადერთმა შვილმა დედა, რომელმაც ზღვა სიყვარული დაიმსახურა ხალხში.. დედა, რომელიც იყო დეპრესიისკენ მიდრეკილი, რომელსაც სჭირდებოდა ყველაზე მეტად ის, რომ თავისი შვილი და შვილიშვილი ყოფილიყო მის გვერდით.. არ დამიწყოთ არავინ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ა.შ. ყველა შვილი ვალდებულია, რომ განსაკუთრებით სიბერეში იყოს თავისი მშობლის გვერდით, მოუაროს და იზრუნოს მათზე.. სკაიპით მზრუნველობა არ მესმის მე.. პირველ რიგში შვილია დამნაშავე, რომ ეს ღვთაებრივი სილამაზე იმქვეყნად წავიდა.. შვილმა ვერ დააფასა და სხვას რა უნდა მოვსთხოვოთ..
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49