კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:13 / 21-04-2017
დღეს საღამოს იპოდრომზე გაიმართება ივენთი, რომელსაც გართობისა და კლუბური ცხოვრების მოყვარული თბილისელები უკვე ერთი თვეა მოუთმენლად ელიან
დღეს KVARTALI-ს ორგანიზებით, თბილისში სამი მსოფლიო დონის ტექნო არტისტი დაუკრავს.

ლაინაფის მიხედვით, იპოდრომის კარი საღამოს 10 საათზე გაიხსნება.

warm up-ზე ქართველი დიჯეი გიო შენგელია დადგება.

მსმენელის პირველი „შეხურების“ შემდეგ სცენას ფრანგი ტექნო არტისტი Rodriguez jr. დაიკავებს, რომელიც ჩვეული ნოვატორული ჟღერადობით წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ლაივს.



როდრიგესის შემდეგ, მსმენელის წინაშე წარსდგება საოცრად ქარიზმატული ტექნო „სთარის“ სტატუსის საპატიო მფლობელი, ირლანდიელი მუსიკოსი MATADOR, რომელსაც ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს.

შოუს კულმინაცია იქნება ტექნოს უხუცესის, 20 წლიანი გამოცდილების მქონე, ავტორიტეტული ესპანელი არტისტის PACO OSUNA-ს გამოსვლა, რომელიც მისთვის ჩვეული სინატიფით შეარჩევს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყოველ ბგერას ქართველი მსმენელისთვის და ეჭვგარეშეა, რომ საოცარ ლაივს შემოგვთავაზებს.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ KVARTALI-სა და Coraltravel-ის ერთობლივი ინიციატივით, დღეს საღამოს, იპოდრომზე იგეგმება ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ორკაციანი საგზურის გათამაშება.



იღბლიანი გამარჯვებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბილეთის მფლობელი.

აქვე გეტყვით, 18 წლამდე ასაკის პირები ივენთზე არ დაიშვებიან, ყველა დანარჩენს კი ბილეთების შეძენა შეუძლია EVENTER.GE-ზე ან აბაშიძის N80-ში მდებარე ბარ WAKE UP-ში.

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49