26 წლის შემდეგაც ჯულია რობერთსი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს

26 წლის შემდეგაც ჯულია რობერთსი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს

26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯულია რობერთსი პირველად გამოჩნდა ჟურნალ People-ს ყდაზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი. ჟურნალმა მას წელსაც ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული არგუნა. 49 წლის მსახიობი ჟურნალში ოპერატორ ქმარ დენი მოდერთსთან თავის 14-წლიან ქორწინებაზე საუბრობს, ასევე მასთან გაჩენილ 12 წლის ტყუპზე - ჰეიზელსა და ფინეასზე და 9 წლის ჰენრიზე.

რობერთსის თქმით, ის თვლის, რომ სწორედ ახლა უდგას სილამაზის გაფურჩქვნის პერიოდი. ”ყოველდღე, როდესაც ჩემი ქმარი სახლში ბრუნდება, ეს ოცნების მიღწევასავითაა. გულში ვამბობ, აი, დაბრუნდა-თქო”, - ყვება ჯულია.

მომზადებულია people.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება